5 Youtube არხი ჯანსაღი, გემრიელი და მარტივი რეცეპტებისათვის

5 Youtube არხი ჯანსაღი, გემრიელი და მარტივი რეცეპტებისათვის

გავრცელებული მოსაზრების თანახმად ჯანსაღი საკვები ერთფეროვანი, უგემური და მოსაბეზრებელია, მაგრამ არაფერი შეიძლება იყოს ჭეშმარიტებისაგან ასე შორს! ჯანსაღი საკვები მადის აღმძვრელი და გემრიელია, მთავარია მათი მომზადება ვიცოდეთ. უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია არაჯანსაღი კერძების ჯანსაღი ვარიანტები დავამზადოთ, რომლებიც გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა. ამაში ეს 5 იუთუბ არხი დაგარწმუნებთ.

Clean & Delicious

ეს არხი ჰოლისტური ჯანმრთელობისა და წონის კლების მწვრთვნელს, დენის ეკუთვნის. მისი მიზანია გვასწავლოს მარტივი, გემრიელი და 

ნუტრიენტებით სავსე კერძების მომზადება, რათა უკეთ ვიკვებოთ და თანაც, საჭმლით ვისიამოვნოთ. მართლაც, მისი იუთუბ არხი სავსეა ისეთი კერძების ჯანსაღი რეცეპტებით, როგორიცაა ჩიზქეიქი და ორცხობილებიმიუხედავად იმისა, რომ ვიდეოების დიდი ნაწილი ფოკუსირებულია წონის კლებაზე, აუცილებელი არაა თქვენი საბოლოო მიზანი გახდომა იყოს, იმისთვის, რომ ისიამოვნოთ გემრიელი, მარტივი და ჯანსაღი რეცეპტებით.

Maddie Lymburner 

თავის იუთუბ არხზე მედი გვიზიარებს ჯანსაღი კერძების რეცეპტებს, საკვებს რომელიც უნდა მივირთვათ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ, ასევე თავის სავარჯიშო რუტინას. თუმცა, მისი ვიდეოები საინტერესოა არამხოლოდ მათთვის ვინც ვარჯიშობს, არამედ მათთვისაც ვისაც უბრალოდ ჯანსაღად და გემრიელად კვება სურს

Fit Men Cook 

მართალია ეს იუთუბ არხი კაცებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა, ის ქალებისთვისაც არანაკლებ ინფორმაციულია. აქ შეგიძლიათ ნახოთ ბიუჯეტური, ჯანსაღი და გემრიელი კერძების რეცეპტები. ფლეილისტები საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული ვეგანური კერძებით, დამთავრებული სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოთი.

The Domestic Geek 

ეს იუთუბ არხი ტკბილეულის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. აქ შეგიძლიათ ნახოთ ჯანსაღი რეცეპტები მარტივი საუზმისთვის, სადღესასწაულო სუფრისთვის, წასახემსებლად და სხვა. თანაც ახალი ვიდეოები კვირაში ორჯერ იდება!

Pick Up Limes 

Pick up limes არაჩვეულებრივია მათთვის, ვისაც სურს ჯანსაღი ცხოვრება დაიწყოს. ფლეილისთები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ჯანსაღი კვება, ნუტრიენტები, ჯანსაღი ჩვევები და სხვა. ამასთანავე, ვიდეოები ძალიან ესთეტიკური და სასიამოვნო სანახავია.

იმის მიუხედავად თუ რომელ იუთუბ არხს გამოიწერთ და გამოიყენებთ ჯანსაღი რეცეპტების აღმოსაჩენად, გაითვალისწინეთ, აუცილებელი არ არის, რომ გადმოიღოთ ყველა მიდგომა და მთელი ფილოსოფია. ეს არხები არ განსაზღვრავენ თქვენს კვებით ჩვევებსა და რაციონს, ისინი უბრალოდ გვწავდიან გემრიელი და ჯანსაღი კერძების რეცეპტებს. დაიმახსოვრეთ, ჯანსაღი კვება არის ჩვევა, რომელსაც ვქმნით და მივყვებით მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს ნიშნავს მრავალფეროვანი, დაბალანსებული საკვების მიღებას 80/20 წესის გამოყენებით , ეცადეთ რომ თქვენი დიეტის 80% მაინც შედგებოდეს ჯანსაღი საკვებისგან. 

ყურადღება: სპეციფიკური ფიზიოლოგიური და კვებითი პრობლემების შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა მოხდეს კვების რაციონისა და დიეტის შედგენა. ასეთ შემთხვევაში, წინასწარ მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი

The post 5 Youtube არხი ჯანსაღი, გემრიელი და მარტივი რეცეპტებისათვის appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart