როგორ შევხვდეთ ახალ წელს ეკომეგობრულად?
ნაძვის ხე, საჩუქრები, ფეიერვერკები და ტკბილეული ხშირად სპონტანურ ესთეტიკურ სიამოვნებას და კმაყოფილების განცდას გვანიჭებენ, ამიტომ ამ დროს, ალბათ, გარემოსთვის მათ საზიანო შედეგებზე ნაკლებად ვფიქრობთ. თუმცა, ამ დღის გალამაზება, განწყობის ამაღლება და საყვარელი ადამიანების გაბედნიერება ბევრად უფრო ეკომეგობრული გადაწყვეტილებებითაც შესაძლებელია.