B L O O M I N
თქვენი მეგზური თვითშემეცნებისა და გამთლიანების გზაზე
ბლუმინი არის ჰოლისტური ჯანმრთელობის ბრენდი, რომელიც გაწვდით ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის საჭირო ინფორმაციას, სერვისებს და პროდუქტებს მათ, ვისაც გსურთ იცხოვროთ სავსე, დაბალანსებული ცხოვრებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი, დაბალანსებული და რეალიზებული ცხოვრებისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. თუმცა, თვითშემეცნებისა და გამთლიანების გზაზე არსებობს გარკვეული დაბრკოლებები. მათ შორის:
1. ხშირად, ერთმანეთისგან გამომრიცხავი, ზღვა ინფორმაციის, პროდუქტების თუ რესურსების არსებობის პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება ჩვენთვის საჭიროს და სასურველის ამორჩევა.
– ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ გაფილტრული, გამარტივებული, სანდო და ზრუნვაზე ორიენტირებული ინფორმაცია, რათა დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
2. ხშირად, ადამიანები მხოლოდ კონკრეტულ მოკლევადიან მიზნებზე ვკონცენტრირდებით და ჩვენი კეთილდღეობის გაუმჯობესების ერთიან, მთლიან სურათს არ ვითვალისწინებთ.
– ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის საჭირო ყველა ასპექტზე, რათა ჰოლისტურად შეგეძლოთ თქვენი მდგომარეობის შეფასება და გაუმჯობესება.
3. ცოდნა შესრულებას არ უდრის.
– სწორედ ამიტომ, ინფორმაციის გარდა, გთავაზობთ სერვისებს და რესურსებს, რათა დაგეხმაროთ, იყოთ არა მხოლოდ მეტად ინფორმირებულნი, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკაში გადატანის პროცესშიც შეგიწყოთ ხელი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით bloomin.ge.company@gmail.com