რა არის ორგანული საკვები და ჯობია თუ არა ის არაორგანულს?

რა არის ორგანული საკვები და ჯობია თუ არა ის არაორგანულს?

დღეს ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ორგანული საკვები უფრო გემრიელი, ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ვიდრე არაორგანული. სხვების აზრით, ის უკეთესია გარემოსთვის და ცხოველების კეთილდღეობისთვისაც.ამ სტატიაში ერთმანეთს შევადარებთ ორგანულ და არაორგანულ საკვებს და განვიხილავთ მათ გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე.


რა არის ორგანული საკვები?

როგორც წესი, ტერმინი "ორგანული" ეხება პროცესს, რომლითაც იწარმოება გარკვეული საკვები.თითოეული ქვეყანა თავად განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს ორგანული საკვები და რა პროცესებით უნდა იქნას მოყვანილი ესა თუ ის პროდუქტი იმისთვის, რომ ორგანულის იარლიყი მიენიჭოს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორგანულად მიიჩნევა პროდუქტი, რომელიც მოყვანილია ხელოვნური ქიმიკატების, ანტიბიოტიკების, ჰორმონების ან გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების გარეშე

საქართველოში ორგანული ცხოველური თუ მცენარეული საკვები მიღებული უნდა იყოს ბიოლოგიური მეთოდით. ეს გულისხმობს წაროების ყველა იმ მეთოდს, რომელიც გულისხმობს მეურნეობაში არსებული განახლებული რესურსების გამოყენებას და ბუნებრივი სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას. 

ორგანული პროდუქტის გადამუშავებისას აუცილებელია მისი ორგანული მთლიანობისა და აუცილებელი სასარგებლო თვისებების შენარჩუნება. ეს მეთოდი სრულად გამორიცხავს სინთეზური საშუალებებით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმიდან მიღებული პროდუქტის გამოყენებით ორგანული პროდუქტის წარმოებას. 

ბიოლოგიური მეთოდით შექმნილ პროდუქტს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბიოწარმოების მოთხოვნებს, ენიჭება ბიოწარმოების სერთიფიკატი. ბიოლოგიური მეთოდით შექმნილ პროდუქტს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბიოწარმოების მოთხოვნებს, ენიჭება ბიოწარმოების სერთიფიკატი. ასეთი საკვების ეტიკეტზე, ნიშანდებასა თუ რეკლამაში, ან კომერცულ დოკუმენტში გვხვდება ტერმინები „ორგანული“, „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ეკო“, „ბიო“, ამ სიტყვათა კომბინაცია, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი, აბრევიატურა, ან ლოგო.  

 გარდა იმისა, რომ ორგანული საკვები არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, ორგანული მეურნეობა აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს და მიწისქვეშა წყლების შენარჩუნებას. ასევე, ამცირებს დაბინძურებას და შეიძლება უკეთესი იყოს გარემოსთვის

რას გვიჩვენებს კვლევები


ორგანული საკვები შესაძლოა შეიცავდეს მეტ ნუტრიენტს 

ორგანული და არაორგანული საკვების ნივთიერებების შემცველობის შემსწავლელი კვლევები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებენ. სავარაუდოდ, ამის მიზეზი საკვების დამუშავებისა და წარმოების ბუნებრივი თავისებურებებია, თუმცა, მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ორგანულ პროდუქტებს შესაძლოა მეტი საკვები ღირებულება გააჩნდეთ


ორგანულად მოყვანილ საკვებს მეტი ანტიოქსიდანტი და ვიტამინი აქვს

კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანული საკვები69%-ით მეტ ანტიოქსიდანტსა და ვიტამინს შეიცავს, როგორებიცაა: ვიტამინი C, თუთია და რკინა


ორგანულ საკვებში ნიტრატების დონე დაბალია

კვლევების თანახმად, ორგანულ საკვებში ნიტრატების დონე 30%-ით დაბალია. ნიტრატების მაღალი დონე შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთი დავადების განვითარების ხელშეწყობასთან, შესაბამისად, დაბალი ნიტრატების შემცველი საკვების მიღება შესაძლოა უკეთესი იყოს ჩვენი ჯანმრთელობისათვის.


ორგანულ რძესა და ხორცს შესაძლოა ჰქონდეს უკეთესი ცხიმოვანი შემცველობა

67 კვლევის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ორგანული ხორცი ომეგა-3-ის უფრო მაღალ, ხოლო ნაჯერი ცხიმების უფრო დაბალ დონეს შეიცავს.ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების უფრო მაღალი მიღება დაკავშირებულია ბევრ სარგებელთან, მათ შორის, გულის დაავადებების შემცირებულ რისკთან


ზოგიერთმა კვლევამ ორგანულ და არაორგანულ საკვებს შორის განსხვავება ვერ დაადგინა 

ამ თემის ირგვლივ კვლევები არაერთგვაროვანია, რადგან საკვებზე ბევრ ფაქტორს აქვს გავლენა, რაც ართულებს ორგანული და არაორგანული საკვების შედარებას და კონკრეტული დასკვნების გამოტანას. 

55 კვლევის მიმოხილვამ არ აჩვენა განსხვავება ორგანულ და არაორგანულ საკვებს შორის, გარდა იმისა, რომ ორგანულ საკვებში ნიტრატების დონე უფრო დაბალი იყო

კვლევების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეს იმიტომ, რომ საკვებში ნუტრიენტების შემცველობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ნიადაგის ხარისხზე, ამინდსა და მოსავლის აღების დროზე


არის თუ არა ორგანული საკვები ჯანმრთელობისთვის სასარგებლო

 ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ორგანული საკვები კარგია ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით, მაღალი ოქსიდანტების და დაბალი ნიტრატების გამო. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანული საკვები ავტომატურად ჯანსაღს არ ნიშნავს. მაგალითად, თქვენ შესაძლოა შეიძინოთ ორგანული ორცხობილები, გაზიანი სასმელი, ნაყინი და სხვა პროდუქტები, რომელთაც დამატებული აქვთ დიდი რაოდენობით შაქარი ან მარილი. შესაძლოა, ეს პროდუქტები მართლაც იყოს ორგანული, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აუცილებლად ჯანსაღია. შესაბამისად, უმჯობესია თუ ასეთ ორგანულ საკვებს ზომიერად მივირთმევთ

ამასთანავე, დღეს გავრცელებულია პროდუქტისთვის ორგანულის დარქმევა მისი უკეთ გაყიდვის მიზნით, რათა ის უფრო ჯანსაღი გამოჩნდეს და მიმზიდველი იყოს მომხმარებლისათვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა არის ორგანული საკვები და რა პროცესს მოიცავს ასეთი პროდუქტის წარმოება. 

რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანსაღად კვება სპექტრია და ორგანული საკვები მისი მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია. 

როდესაც საქმე ჯანსაღ კვებას ეხება, მთავარია გვახსოვდეს, რონ კვება არ უნდა იყოს სტრესისა და შფოთვის გამომწვევი მიზეზი. ჯანსაღი კვებისთვის საჭირო არ არის ერთი ტიპის პროდუქტის შერჩევა ან გამორიცხვა, არამედ მრავალფეროვანი და ზომიერი კვება 80/20 პრინციპით.


YOUR CART (0)

No Products in the Cart