რა არის ფინანსური კეთილდღეობა
ფინანსური კეთილდღეობა გულისხმობს ფინანსური რესურსების სწორად მართვას, ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე, რეალისტური მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვას, სწორი ფინანსური ჩვევების გამომუშავებასა და შესაძლებლობების ფარგლებში ხარჯვას.
ფინანსური კეთილდღეობა ასევე მოიცავს გააზრებას, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული ფინანსური ღირებულებები, საჭიროებები და გარემოებები აქვს.
რატომ არის ფინანსური კეთილდღეობა ჩვენი ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანი
ფინანსური კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ცხოვრების ხარისხთან. ეს არ გულისხმობს რაც შეიძლება მეტი ფულის ქონას, არამედ არსებული ფინანსების სწორად გადანაწილებას საჭიროებების მიხედვით. ფინანსური კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებს შეუძლიათ სწორად შეაფასონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა, გამოავლინონ უარყოფითი ხარჯვითი ჩვევები და დანერგონ დადებითი.
როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ფინანსური კეთილდღეობა
- სწორად განსაზღვრეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა და საჭიროებები.
- დაისახეთ რეალისტური მოკლე და გრძელვადიანი მიზნები.
- დაიწყეთ ბიუჯეტირება და თანხის გადადება მოულოდნელი ხარჯებისათვის.
- განასხვავეთ სურვილი და საჭიროება ერთმანეთისგან, პირველ რიგში, ფინანსური საჭიროებები დაიკმაყოფილეთ.
შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი ფინანსური კეთილდღეობა
- გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ თითო ფრაზა და X -ით მონიშნოთ რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ამ ფრაზას თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.
- თითო სფეროს ბოლოს დაფიქრდით, ამჟამად რამდენად კმაყოფილები ხართ მთლიანობაში თქვენი ცხოვრების ამ სფეროთი და მონიშნეთ შესაბამისი ციფრი.
- დაფიქრდით, კონკრეტულად რა ასპექტით ხართ უკმაყოფილო და შესაბამისად, სად შეიძლება მიმართოთ თქვენი დრო და ენერგია.
სასურველია, პერიოდულად თავიდან შეავსოთ კითხვარი, რომ თვალი ადევნოთ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post რა არის ფინანსური კეთილდღეობა appeared first on Bloomin.