რა არის გარემოებრივი კეთილდღეობა
გარემოებითი კეთილდღეობა საკმაოდ ვრცელი სფეროა. ერთი მხრივ, ის მოიცავს უსაფრთხო, ჯანსაღ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს განვითარებას, ბედნიერებასა და საერთო კეთილდღეობას. ეს სფერო ასევე მოიცავს ჰარმონიულ თანაცხოვრებას დედამიწასთან, ბუნებასთან რეგულარულ სიახლოვეს, ცხოვრებას გარემოში, სადაც სისუფთავე, სუფთა ჰაერი და წყალია. ასევე, პასუხისმგებლობის აღებას ამ გარემოს სისუფთავეზე, მისთვის ნაკლები ზიანის მიყენებას და სოციალური პასუხისმგებლობით დაკავებულ საქმიანობაში ჩართვას მისი დაცვის მიზნით.
რატომ არის გარემოებითი კეთილდღეობა ჩვენი ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანი
გარემოში იგულისხმება უშუალოდ ის სივრცეც, რომელშიც ვმუშაობთ, ვსწავლობთ ან ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, მას პირდაპირი კავშირი აქვს ჩვენს ზოგად კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. მოუწესრიგებელი გარემო ან სივრცე, რომელიც ჩვენში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს. ასეთ სივრცეში ყოფნაზე უარის თქმა და საკუთარი გარემოს მოწესრიგება კი პირიქით, დადებითად აისახება ჩვენზე.
როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი გარემოებითი კეთილდღეობა
- ეცადეთ, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ.
- უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივად ნათელ სივრცეებს.
- მოაწესრიგეთ თქვენი სამუშაო თუ საცხოვრებელი სივრცე და გაახალისეთ ის მცენარეებით.
- ნაკლებად გამოიყენეთ ხელოვნური მასალით დამზადებული ნივთები და უპირატესობა ბუნებრივს მიანიჭეთ.
- ეცადეთ, შეამციროთ სხვადასხვა ნივთების გამოყენება, შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ ნივთები ხელახლა, მოუძებნეთ ახალი დანიშნულება, რათა შეამციროთ ნარჩენები.
შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი გარემოებითი კეთილდღეობა
- გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ თითო ფრაზა და X -ით მონიშნოთ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ამ ფრაზას თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.
- თითო სფეროს ბოლოს დაფიქრდით, ამჟამად რამდენად კმაყოფილები ხართ მთლიანობაში თქვენი ცხოვრების ამ სფეროთი და მონიშნეთ შესაბამისი რიცხვი.
- დაფიქრდით, კონკრეტულად რა ასპექტით ხართ უკმაყოფილო და შესაბამისად, სად შეიძლება მიმართოთ თქვენი დრო და ენერგია.
სასურველია, პერიოდულად თავიდან შეავსოთ კითხვარი, რათა თვალი ადევნოთ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post რა არის გარემოებითი კეთილდღეობა appeared first on Bloomin.