სიყვარულის 5 ენა და მათი მნიშვნელობა ჯანსაღი ურთიერთობებისთვის

სიყვარულის 5 ენა და მათი მნიშვნელობა ჯანსაღი ურთიერთობებისთვის

გარი ჩაპმანის წიგნი „The 5 Love Languages“ (სიყვარულის ხუთი ენა) მსოფლიოს მასშტაბით 50 ენაზეა ნათარგმნი, ხოლო გაყიდულია 13 მილიონი ეგზეპლარიშთამბეჭდავად ჟღერს არა? ანთროპოლოგი და ფილოსოფიის დოქტორი გარი ჩაპმანი თავისი კარიერის დასაწყისში წყვილების ფსიქოლოგად მუშაობდა. მას ხშირად უწევდა იმის მოსმენა, თუ როგორ ცდილობდა ერთი პარტნიორი მაქსიმალური ძალისხმევა ჩაედო ურთიერთობაში, მეორე პარტნიორი კი ვერ ხედავდა ამას. 25 წლიანი დაკვირვებისა და პრაქტიკის შემდეგ გარი ჩაპმანმა დაასკვნა, რომ რამდენი ადამიანიც არსებობს, არსებობს იმდენივე სიყვარულის აღქმა და შესაბამისად გამოხატვის ფორმაც. ჩაპმანი სიყვარულის გამოხატვის ფორმების სტრუქტურიზაციას ეცადა და შედეგად ჩამოაყალიბა რევოლუციური კონცეფცია, რომელსაც სიყვარულის 5 ენა ეწოდება. ყველა ურთიერთობაში შეხვდებით ხუთივე ენის ელემენტებს, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი

განვიხილოთ თუ რას ნიშნავს თითოეული ენა:

Words of Affirmation / ვერბალური გამოხატულება

სიყვარულის ეს ენა ვერბალური ფორმით სიყვარულის გამოხატვას ნიშნავს. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს იქნება დაწერილი თუ ზეპირსიტყვიერად ნათქვამი, მთავარია, თქვენი გრძნობები სიტყვებად აქციოთ და შემდეგ სხვადასხვა საშუალებით მიიტანოთ ადრესატამდეთქვენს პარტნიორს ძალიან გაუხარდება კომპლიმენტები, გულწრფელი მადლობა, გამამხნევებელი სიტყვები, ხელით დაწერილი წერილები ან ბარათები, სატელეფონო მესიჯი ან მოულოდნელი სატელეფონო ზარი

ხშირად, უბრალოდ ნათქვამიმე შენ მიყვარხარანმე შენ ძალიან გაფასებსაკმარისია თქვენი პარტნიორის გასაბედნიერებლად. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, უფრო მრავალფეროვანი იყოთ, მაგრამ გრძნობების ვერბალიზაცია თქვენი ძლიერი მხარე არაა, გირჩევთ, გააკეთოთ სია, სადაც ჩამოწერთ სხვადასხვა ტიპის კომპლიმენტებს, გამამხნევებელ სიტყვებს, სითბოსა და მზრუნველობის გამომხატველ გამოთქმებსთავადაც კი გაგიკვირდებათ, მონდომების შემთხვევაში როგორი მარტივი გახდება თქვენთვის სიყვარულის ამ ენაზე საუბარი

Acts of Service / ქცევით გამოხატული მზრუნველობა

ისინი, ვისი სიყვარულის ენაც მზრუნველობაა, გრძნობენ, რომ უყვართ და აფასებენ, როდესაც მათთვის პატარა ან დიდ საქმეებს ჩადიან. ასეთი ადამიანებისთვის სიყვარული საქმით გამოიხატება, ანუ სიყვარული ზმნაა, კეთებაა, მოქმედებაა. ეს ქმედებები შეიძლება იყოს ისეთი ყოველდღიური და ყოფითი, როგორიცაა მანქანაში ბენზინის ჩასხმა, ბავშვების დაძინება, საჭმლის მომზადება და .. თუ თქვენი პარტნიორის სიყვარულის ენა მზრუნველობაა, დაიმახსოვრეთ, რისი კეთება არ მოსწონს მას, მაგალითად ნაგვის გადაყრა ან ძაღლის გასეირნება, და ეცადეთ მის მაგივრად ეს საქმეები თქვენ გააკეთოთ. თუ თქვენი პარტნიორი სიყვარულის სხვა ენაზე მეტყველებს, მზრუნველობა სიყვარულის ის ენაა, რომელიც მაინც სასარგებლოა ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობისთვის. 2016 წლის Pew Research Center-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულ დაოჯახებულ წყვილთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სახლის საქმეების განაწილება უმნიშვნელოვანესია წარმატებული ქორწინებისთვის

Receiving Gifts / საჩუქრის მიღება

ყველაზე ხშირად არასწორად ესმით მათი, ვინც სიყვარულის ამ ენაზე საუბრობს. ზოგს ჰგონია, რომ ასეთი ადამიანები ხარბები არიან და მათთვის მატერიალური უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად სიყვარული. ამ შემთხვევაში კი საქმე სულ სხვა ამბავთან გვაქვს. როდესაც საჩუქარს ჩუქნით პარტნიორს, იგი ამ საქციელით გრძნობს და ხვდება, რომ თქვენ მასზე ფიქრობდით, დახარჯეთ დრო, შეურჩიეთ საჩუქარი და გაახარეთ, ანუ იგი თქვენთვის ძვირფასია და გიყვართ. ნაჩუქარი კონკრეტული ნივთი თქვენი სიყვარულის მატერიალიზებული ფორმაა. ეს ნივთი შეიძლება იყოს როგორც ძვირფასი, ასევე არაძვირფასი, მაგრამ მასში გამოიხატებოდეს თქვენი პარტნიორისადმი ყურადღება. არ არის აუცილებელი, ყოველდღე ძვირფასი საჩუქრებით აავსოთ იგი, შეგიძლიათ ლამაზი თაიგულით ან სულაც მისი საყვარელი ტკბილეულის დესერტი აჩუქოთ, რითიც ძალიან გაუხარებთ პარტნიორს გულს

Quality time / ხარისხიანი დრო

როდესაც ვსაუბრობთ სიყვარულის ამ ენაზე, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ერთად გატარებულ დროს, არამედ ხარისხს. ერთად ყოფნის დროს შემდგარი ურთიერთკავშირი, აუცილებლად უნდა იყოს უწყვეტი და განუყოფელი. შეიძლება გვერდიგვერდ ისხდეთ, მაგრამ სხვადასხვა რამეს აკეთებდეთ, ფიზიკურად გვერდით იყოთ, გონებით კი კიბერ სივრცეში ან საერთოდ სხვა ფიქრებში დაფრინავდეთ. როდესაც თქვენს პარტნიორთან ერთად ხართ, გადადეთ ტელეფონები, გამორთეთ ინტერნეტი და ეცადეთ ყურადღება მხოლოდ მისკენ გქონდეთ მიმართული. თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია, ხარისხიანად გაატარო დრო საყვარელ ადამიანთან ერთად, მაგრამ თუკი ეს თქვენი პარტნიორის სიყვარულის ენაა, იგი ასე იგრძნობს, რომ ნამდვილად გიყვართ. თუ გიჭირთ სიყვარულის ამ ენაზე მეტყველება, შეგიძლიათ ეს რჩევები გაითვალისწინოთდაამყარეთ თვალებით კონტაქტი, ეცადეთ იყოთ აქტიური მსმენელი და არა აქტიური მოლაპარაკე, იყავით ემპათიური, დატოვეთ ელექტრონული გაჯეტები სხვა ოთახში, მხოლოდ თქვენ ორისთვის გამონახეთ საერთო ჰობი და რაც მთავარია, ერთად ყოფნისას არ იწუწუნოთ, რომ ეს დრო შეგეძლოთ სხვანაირად გამოგეყენებინათ

Physical Touch/ ფიზიკური შეხება

სექსი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მაგრამ ამ შემთხვევაში სიყვარულის ეს ენა მხოლოდ სექსს არ მოიცავს. ფიზიკური შეხება შეიძლება იყოს კოცნა, ჩახუტება, ხელის ჩაკიდება, თმაზე და ზურგზე მოფერება, ფეხის ფეხზე მიდება, მხარზე მიყრდნობა და .თუ თქვენი პარტნიორი ფიზიკური შეხების ენაზე საუბრობს, იგი ყველაზე მეტად სწორედ შეხებისას აღიქვამს რომ გიყვართ. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის ეს ენა ფიზიკურია, მას შეუძლია შექმნას ემოციური ინტიმურობა. იმ წყვილებს, რომელთა ენაც ფიზიკური შეხებაა და რიგი მიზეზების გამო შორს არიან ერთმანეთისგან, ვურჩევდით რომ ხშირად ესაუბრონ ერთმანეთს ვიდეო თვალით, ხშირად გაუგზავნონ ერთმანეთს თავიანთი ფოტოები და ჰაეროვანი კოცნები. ასევე, გაუგზავნონ ერთმანეთს პერსონალური ნივთები, რადგან მათ თქვენი სუნი აქვს (მაისური, ქუდი) და ეს უფრო მეტად დაგეხმარებათ იგრძნოთ თქვენი პარტნიორი თქვენ გვერდით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ ჩაანაცვლებს ფიზიკურ შეხებას, მაგრამ დისტანციური ურთიერთობის დროს ეს ხრიკები ნამდვილად გამოგადგებათ

ნებისმიერი ტიპის ჯანსაღი ურთიერთობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ქცევებით ან სიტყვებით სწორად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და გრძნობები ადრესატამდე. ამ საკითხის სირთულე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სიყვარულის ენაზე საუბრობთ თქვენ და თქვენი სიყვარულის ობიექტი

ეს ტესტი (https://www.5lovelanguages.com/quizzes/) სწორედ ამის გარკვევაში დაგეხმარებათ, რაც გრძნობების გამოხატვას ან მათ აღქმას/მიღებას ბევრად უფრო თვალსაჩინოს და სასიამოვნოს გახდის. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ აისახება თქვენი ურთიერთობის ხარისხზე

ავტორი: შორენა კიკალეიშვილი – Bloomin.ge-ს კონტრიბუტორი

The post სიყვარულის 5 ენა და მათი მნიშვნელობა ჯანსაღი ურთიერთობებისთვის appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart