როგორ გამოვიყენოთ სტრესი ჩვენ სასარგებლოდ?

როგორ გამოვიყენოთ სტრესი ჩვენ სასარგებლოდ?

ტენდენციის თანახმად, ჩვენ, ადამიანები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არასასურველი შეგრძნებები ავირიდოთ. თუმცა, იქნებ სტრესის და ამგვარი შეგრძნებების ჩვენთვის სასიკეთოდ გამოყენებაც შეგვიძლია?

მიუხედავად სამუშაო სფეროსა, სტრესი თითქმის ყველგან მოსალოდნელია. და რაც უფრო ვცდილობთ ხოლმე მისთვის თავის არიდებას, უფრო დასტრესილები ვხდებით. აუცილებელია, გავაცნობიეროთ, რომ სტრესი არსად წავა, შესაბამისად მასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. მას მერე, რაც ამას შევძლებთ, წინ სვლაც გამარტივდება.

გიზიარებთ სამ გზას, თუ როგორ აქციოთ სტრესი თქვენი ცხოვრების დადებით ნაწილად:

გამოიყენეთ სტრესული დედლაინები მეტის მიღწევის საშუალებად

გარე ფაქტორები ჩვენზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. ყოველთვის უფრო მეტად მოტივირებულები ვართ მაშინ, როცა ჩვენს საქმეში სხვა ადამიანები/ფაქტორები არიან ჩარეულები. როდესაც თქვენი დედლაინი სხვის საქმიანობაზე ახდენს გავლენას, მიზნის მიღწევის პასუხისმგებლობა და სტრესი იმატებს, შედეგად კი თქვენ ამ მიზანს აღწევთ. შესაბამისად, ეცადეთ დედლაინების იმგვარად დაწესებას, რომ როგორმე მათში გარე წყაროებიც ჩართოთ, ეს ბევრად დაგეხმარებათ საქმის დასრულებაში.

აქციეთ სტრესი თქვენს გამაძლიერებელ ინსტრუმენტად

სტრესს შეუძლია ჩვენში გამძლეობის უნარის განვითარება მაშინ, როცა საქმე რთულადაა. საბედნიეროდ, ჩვენ, ადამიანებს გარემოებებთან ადაპტირების უნარი გვაქვს. თუკი ცდილობთ, სიმშვიდეში იცხოვროთ და მუდმივად ამისკენ მიისწრაფვით, შესაძლოა, ეს თქვენთვის არც თუ ისე სასარგებლო იყოს. არავინ ვიცით, სტრესი თავზე როდის დაგვატყდება, შესაბამისად, საჭიროა ჩვენი თავები კომფორტის ზონიდან გამოვიყვანოთ ხოლმე.

ამიტომაც საჭიროა, ხანდახან თავი სტრესულ სიტუაციებში განგებ ჩაიგდოთ – სიტუაციებში, რომლებშიც წარუმატებლობა რაიმე მტკივნეულ შედეგს არ გამოიწვევს. შესაბამისად, უფრო სერიოზულ სიტუაციებში უკვე გექნებათ გამოცდილება და მზად იქნებით, ჭკვიანური და ოპერატიული გადაწყვეტილებები მიიღოთ.

განიხილეთ სტრესი, როგორც თქვენთვის აქამდე უცნობი და დაფარული პროცესების დანახვის საშუალებად

ჰკითხეთ საკუთარ თავს – რა მიქმნის სტრესს ამა და ამ საქმიანობაში? რა არის ის, რაც წნეხის ქვეშ მაგრძნობინებს თავს? პასუხი, რომელიც ამ კითხვებს თან ახლავს, დაგეხმარებათ, სტრესის გამომწვევი ფაქტორების აღმოჩენა შეძლოთ. ასეთ დროს ერთგვარ თვითძიების პროცესში ეშვებით, რაც თქვენთვის ყველა კუთხით სასარგებლოა. როდესაც სტრესის გამომწვევ მიზეზებს პოულობთ, მომენტალურად იბადება ახალი შესაძლებლობა – სტრესული მომენტი სასწავლო შანსად აქციოთ.

The post როგორ გამოვიყენოთ სტრესი ჩვენ სასარგებლოდ? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart