რატომ გვჭირდება კომფორტის ზონიდან გამოსვლა?

რატომ გვჭირდება კომფორტის ზონიდან გამოსვლა?

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაფერი სტრესულია, ბევრ ჩვენგანი იკეტება საკუთარ კომფორტის ზონაში  – იქ, სადაც შეგვიძლია, ვაკეთოთ, ვთქვათ, ვუყუროთ ან ვჭამოთ ისეთი რამ, რაც უკვე ვიცით და მოგვწონს. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, კარგია. ბუნებრივია, გვინდა ვიყოთ იმ გარემოში, რომელსაც შეჩვეულები ვართ. მაგრამ რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ამ ზონაში, მით უფრო რთული ხდება ამ სივრცისგან თავის დაღწევა.

ბევრი ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას იქ ატარებს, არასდროს ბედავს მის გარეთ გამოსვლას და იმის დანახვას, თუ რისი მიღწევა შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომფორტის ზონაში დარჩენა მყისიერ სარგებელს გვთავაზობს, საბოლოოდ გაცილებით უკეთეს შესაძლებლობებს უარს ვეუბნებით, რასაც საბოლოოდ ჩვენი პოტენციალი ეწირება.

წარმოგიდგენთ ოთხ მიზეზს, თუ რატომ უნდა დავაღწიოთ კომფორტის ზონას თავი:

ვითარდება შინაგანი ძალა

ჩვენ ხშირად ვართ რაიმე საქმით შეპყრობილები – ასეთ დროს ერთსა და იმავეს დაუსრულებლად ვაკეთებთ, შედეგს კი განსხვავებულს ველით. ხშირად ასე სწორედ საკუთარ თავებს ვექცევით – კომფორტის ზონაში მყოფები არანაირი წინაღობისა თუ გამოწვევის წინაშე არ ვდგებით და, მიუხედავად იმისა, რომ თავს ასე კომფორტულად ვგრძნობთ, რეალურად ვხვდებით, რომ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში ჩარჩენილები ვართ. ახალი გამოწვევების მიღება (თუნდაც ახალი ჰობი ან ახალი მეგობარი) დაგეხმარებათ შინაგანი ძალის განვითრებაში. თუნდაც წარუმატებლად დასრულდეს ეს თქვენი მცდელობა (რაც ძალიან ხშირად ხდება), გექნებათ გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ დაგეხმარებათ.

იზრდება თავდაჯერებულობა

თავდაჯერებულობა არაა ის უნარი, რომელიც დაბადებიდანვე თან გვყვება. ესაა უნარი, რომელიც მიზნების დასახვით, ამ მიზნების მიღწევით და შემდგომ კიდევ უფრო დიდი გეგმების შესრულებით ვითარდება. იმისთვის, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ, ჩვენ გვჭირდება, რომ პირისპირ დავდგეთ ჩვენი შიშების წინაშე და რისკზე წავიდეთ. ჩვენ ყველამ ვიცით ის აღმაფრთოვანებელი შეგრძნება, რომელიც მიუღწევლის მიღწევისას იბადება ხოლმე. რაც უფრო მეტს მიზანს ვაღწევთ, ჩვენი თავდაჯერებულობაც პირდაპირპროპორციულად იზრდება.

The post რატომ გვჭირდება კომფორტის ზონიდან გამოსვლა? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart