რა არის სულიერი კეთილდღეობა
სულიერი კეთილდღეობა გულისხმობს იმ რწმენის, ღირებულებებისა და ფასეულობების ძიებასა და ქონას, რომლითაც ცხოვრებაში ვხელმძღვანელობთ. სულიერი კეთილდღეობა მოიცავს რელიგიურ რწმენასაც, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ტიპის რწმენითა და პრაქტიკით.
ის გულისხმობს ინდივიდუალური ღირებულებების ქონას, აზრისა და მიზნის განცდას. სამყაროში საკუთარი ადგილის ქონის შეგრძნებას ან მის ძიებას. ადამიანები, რომელთაც სულიერი კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ეძებენ ჰარმონიას და აქვთ სიმშვიდისა და სისავსის შეგრძნება.
რატომ არის სულიერი კეთილდღეობა მნიშვნელოვანი ჩვენი ბედნიერებისთვის
გვქონდეს სულიერი კეთილდღეობა, ნიშნავს, ვიცოდეთ რა არის ჩვენი ძირითადი ღირებულებები და ვმოქმედებდეთ მათ შესაბამისად. ეს გვეხმარება, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც გამომდინარეობს ჩვენი ფასეულობებიდან და არ ეწინააღმდეგება მათ. სულიერი კეთილდღეობის სფეროთი კმაყოფილების შეგრძნებას შეუძლია მოგვიტანოს საკუთარი თავის, სამყაროში ჩვენი ადგილისა და მნიშვნელობის განცდა.
როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი სულიერი კეთილდღეობა
- აღმოაჩინეთ და შეისწავლეთ საკუთარი სულიერი ღირებულებები.
- მეტი დრო გაატარეთ თქვენს თავთან, რეგულარულად იფიქრეთ თქვენს ფასეულობებზე და დაკავდით მედიტაციით.
- იყავით ცნობისმოყვარე.
- სრულად ჩართული იყავით აწმყო მომენტში და იმაში, რასაც აკეთებთ.
- მოუსმინეთ თქვენს გულს/შინაგან ხმას და შესაბამისად მიიღეთ გადაწყვეტილებები.
- მიეცით საკუთარ თავს და თქვენს გარშემომყოფებს შესაძლებლობა/თავისუფლება, იყოთ უნიკალური და ავთენტური.
შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი სულიერი კეთილდღეობა
- გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ თითო ფრაზა და X -ით მონიშნოთ რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ამ ფრაზას თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.
- თითო სფეროს ბოლოს დაფიქრდით, ამჟამად რამდენად კმაყოფილები ხართ მთლიანობაში თქვენი ცხოვრების ამ სფეროთი და მონიშნეთ შესაბამისი ციფრი.
- დაფიქრდით კონკრეტულად რა ასპექტით ხართ უკმაყოფილო და შესაბამისად, სად შეიძლება მიმართოთ თქვენი დრო და ენერგია.
სასურველია, პერიოდულად თავიდან შეავსოთ კითხვარი, რომ თვალი ადევნოთ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post რა არის სულიერი კეთილდღეობა appeared first on Bloomin.