რა არის ინტელექტუალური კეთილდღეობა

რა არის ინტელექტუალური კეთილდღეობა

ინტელექტუალური კეთილდღეობა გულისხმობს შემოქმედებით და მასტიმულირებელ გონებრივ საქმიანობას, რომელიც გვეხმარება სამყაროს შეცნობაში, ცოდნის გაღრმავებასა და მსოფლმხედველობის გაფართოებაში.

ის ადამიანები, რომელთაც ინტელექტუალური კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, გამოირჩევიან აქტიური გონებით და მუდმივად განაგრძობენ სწავლას. ეს გულისხმობს ჩვენი ინტელექტუალური რესურსების გამოყენებასა და განვითარებას, ახალი უნარების შესწავლას და ცნობიერების ამაღლებას.

რატომაა ინტელექტუალური კეთილდღეობა მნიშვნელოვანი ჩვენი ბედნიერებისთვის

ადამიანები ცნობისმოყვარე არსებები ვართ. ჩვენი ბუნება მიმართულია კითხვების დასმისა და გააზრებისაკენ. ჩვენს გონებას ისევე სჭირდება ვარჯიში, როგორც ჩვენს სხეულს. ამის გარეშე ჩვენი გონება სუსტდება და ვერ განვიცდით ინტელექტუალურ კმაყოფილებას, რომელიც ახალ აღმოჩენებს, პასუხების მიღებას და ცოდნის შეძენას მოაქვს.

როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ინტელექტუალური კეთილდღეობა

  • გქონდეთ ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებიც მოტივაციას გაძლევენ, მეტი ისწავლოთ.
  • მოძებნეთ საქმიანობა/სფერო რომელიც გაინტერესებთ და დაიწყეთ მისი შესწავლა.
  • გქონდეთ ჰობი, რომელიც პირდაპირ კავშირში არაა თქვენს პროფესიასთან.
  • იკითხეთ, უყურეთ ფილმებს და დაინტერესდით ხელოვნების სხვადასხვა სფეროთი.
  • იყავით გონებრივ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული.
  • იყავით ცნობისმოყვარე, დასვით კითხვები და არ შეწყვიტოთ სწავლა.

შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი ინტელექტუალური კეთილდღეობა 

  1. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ თითოეული ფრაზა და X -ით მონიშნოთ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ამ ფრაზას თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.
  2. თითო სფეროს ბოლოს დაფიქრდით, ამჟამად რამდენად კმაყოფილები ხართ მთლიანობაში თქვენი ცხოვრების ამ სფეროთი და მონიშნეთ შესაბამისი ციფრი.
  3. დაფიქრდით, კონკრეტულად რა ასპექტით ხართ უკმაყოფილო და შესაბამისად, სად შეიძლება მიმართოთ თქვენი დრო და ენერგია.

სასურველია, პერიოდულად თავიდან შეავსოთ კითხვარი, რომ თვალი ადევნოთ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი

The post რა არის ინტელექტუალური კეთილდღეობა appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart