#მითითურეალობა – ვირუსი თუ გაციება ?

#მითითურეალობა – ვირუსი თუ გაციება ?

შესაძლებელია, რომ ცივმა ამინდმა ან გარეთ სველი თმით გასვლამ გამოიწვიოს გაციება ?

პასუხი არის არა, მაგრამ ცივმა ამინდმა შეიძლება ხელი შეუწყოს თქვენს ავად გახდომას.

შემოდგომის დადგომასთან ერთად, მეგობრებისგან ხშირად გავიგონებთ ხოლმე ფრაზებს: ,,ვირუსი არ მაქვს, არ გადაგედებათ, გუშინ შემცივდა და გავცივდი.’’ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი აკავშირებს გაციებას ცივ ამინდთან, იცოდეთ, რომ ეს მითია. თქვენი გაციების მიზეზი 200 ტიპის ვირუსიდან რომელიმეა.

გაციება ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა, რომელსაც იწვევს ვირუსი და არა უბრალოდ ცუდი ამინდი. არსებობს 200 ტიპის ვირუსი და ასევე, მათი უამრავი ქვეტიპი. შესაბამისად, უბრალოდ სურდოს, ყელის ტკივილს ან დაბალ სიცხეს იწვევს ვირუსი და მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ეს გადამდებია. 

იმისათვის, რომ ვირუსი გადაგედოთ, თქვენ უნდა გქონდეთ კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან და უნდა შეისუნთქოთ ვირუსის წვეთები, რომელიც მარტივად ვრცელდება საუბრის, ხველების, დაცემინებისა და დაინფიცირებული ზედაპირიდან.

თუმცა, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, მაშინ რატომ იმატებს ვირუსები ზამთარში და რატომ იკლებს ზაფხულში ?

პასუხი მარტივია, ვირუსები უფრო მეტად შემოდგომასა და ზამთარშია გავრცელებული, რადგან ასეთ დროს მათთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება – რაც, მაგალითად სკოლის დაწყებას და ცივი ამინდების გამო, შენობაში ბევრი ადამიანის ერთად ყოფნას გულისხმობს. დახურულ სივრცეში ჰაერი მშრალია, მშრალი ჰაერი კი შესანიშნავი გარემოა ვირუსების გავრცელებისთვის. ვირუსებითვის ასევე ხელსაყრელი გარემოა დაბალი ტენიანობა.

რაც შეეხება ამინდებს, სიცივე ნამდვილად არ იწვევს გაციებას, თუმცა შეიძლება თქვენს ავად გახდომას, ნამდვილად შეუწყოს ხელი. როგორც ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, გადაციებულ ორგანიზმს უჭირს ვირუსებთან გამკლავება, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იგივე შეიძლება გამოიწვიოს უძილობამ, სტრესმა. მარტივად რომ ავხსნათ, როცა ორგანიზმი დასუსტებულია, ვირუსები უფრო მარტივად ერევა მას.

რადგან გაციებასა და სიმპტომებზე დავიწყეთ საუბარი, განვასხვავოთ გაციების ვირუსი და გრიპი.

მაშინ, როცა გაციებას იწვევს 200 ტიპის ვირუსი, ცნობილია გრიპის ვირუსის  A, B,C ტიპი. მათ შორის A და B ტიპის ვირუსები რთული მიმდინარეობით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, გრიპის წინააღმდეგ ყოველ წელს კეთდება ვაქცინა. ასევე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ იცავს გაციების ვირუსებისგან. 

დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერ გაციებასა თუ გრიპს იწვევს ვირუსი, ორივე გადამდებია. იმისათვის, რომ თავი დავიცვათ, ამინდის მიუხედავად, სასურველია, მოვერიდოთ კონტაქტს დაინფიცირებულ ადამიანთან, არ მივიტანოთ ხელები სახესთან (პირი, ცხვირი, თვალები) , ხშირად დავიბანოთ ხელები და საჭიროების შემთხვევაში, ხშირად დაფასუფთავოთ ზედაპირები.

The post #მითითურეალობა – ვირუსი თუ გაციება ? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart