წესები და პირობები

გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას 

სერვისის საფასური და გადახდის მეთოდი

პირველი სესიის საფასურია 100 ლარი

შემდგომი სესიების საფასურია 80 ლარი

გადახდა ხდება წინასწარ, თანხის BLOOMIN-ის ანგარიშზე ჩარიცხვით:

GE97TB7106536080100007

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ “თერაპია”


სესიის გაუქმება ან სერვისის შეწყვეტა

იმ შემთხვევაში, თუ 24 საათზე ნაკლებ დროში მოხდება დანიშნული სესიის გაუფრთხილებლად

გაუქმება, თანხა მაინც ჩაგეთვლებათ გადასახდელად.

სამი სესიის ზედიზედ გაუფრთხილებლად გაცდენის შემთხვევაში, იგულისხმება, რომ

თქვენ შეწყვიტეთ თერაპიაზე სიარული და თქვენს ადგილს კარგავთ.



სესიის ხანგრძლივობა და სტრუქტურა


პირველი სესიის ხანგრძლივობა არის 70 წუთი.

მომდევნო სესიების ხანგრძლივობა არის 50 წუთი.

დაგვიანების შემთხვევაში, სესიის ხანგრძლივობა არ იზრდება.

თუ სესიისაზე 20 წუთით დაიგვიანებთ, სესია უქმდება, მაგრამ თანხა არ

გიბრუნდებათ.



კონფიდენციალურობა


თერაპევტთან თქვენი კომუნიკაცია, სესიის დროს თუ მის გარეთ, არის

კონფიდენციალური. 

გამონაკლისს წარმოადგენს:

როდესაც, კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება სხვა სპეციალისტთან, კლიენტის

ნებართვით და ცნობით, გადამისამართება, კონსულტაცია და კოლაბორაცია.

სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოძიების შემთხვევაში არსებული ვალდებულება, გაიცეს ეს ინფორმაცია.

როდესაც თერაპევტი, კლიენტთან ერთად, უკავშირდება განსაზღვრულ ადამიანებს იმ შემთხვევაში, თუ თვლის, რომ კლიენტის სიცოცხლეს ან კეთილდღეობას საფრთხე ემუქრება.

YOUR CART (0)

No Products in the Cart