როგორ შევინახოთ პროდუქტები დიდი ხნით

როგორ შევინახოთ პროდუქტები დიდი ხნით

დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ხანდახან ნაყიდი პროდუქტების გამოყენებასაც ვერ ვასწრებთ, რომ ისინი უკვე გაფუჭებას იწყებს. ხილ-ბოსტნეულის, კენკრის, მწვანილისა და თხილეულის შენახვის წესების ცოდნა დაგეხმარებათ, დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანსაღი პროდუქტი, მათში შემავალი ნუტრიენტები და მიირთვათ ისინი ნებისმიერ სეზონზე.  

ხილი

ხილის გაყინვა მშვენიერი საშუალებაა იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ მისი გემო და არომატი შაქრის დამატების გარეშე. 

ხილის გაყინვის მეთოდი საკმაოდ მარტივი და პირდაპირია

  1. ხილი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ 
  2. უმჯობესია თუ კანიან ხილს გაფრცქვნით. (მათ შორის ისეთ ხილს, როგორიცაა კივი და ბანანი). 
  3. მოაცილეთ დაბეჟილობა, არასასურველი ლაქები და დაჭერით
  4. კარგად გაამშრალეთ ნაჭრები, რომ მაქსიმალურად მოაცილოთ სისველე და ტენიანობა (ტენიანობა და ჰაერი გაყინული ხილ-ბოსტნეულის მტერია).
  5. ჩააწყვეთ დალუქულ კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში. 

კენკრა

მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, მოცვი და კენკრის სხვა სახეობები გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოცაა. სამწუხაროდ, კენკრის სეზონი დიდხანს არ გრძელდება, თუმცა თუ გსურთ მათით მთელი წელი ისიამოვნოთ შეგიძლიათ გაყინოთ და ასე შეინახოთ. გაყინვისას კენკრა არ ფუჭდება, უფრო მეტიც, ის ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას და ნუტრიენტებს, ვიტამინებს, მინერალებს, ბოჭკოებსა და ანტიოქსიდანტებს.

  1. დარწმუნდით, რომ კენკრაში არ არის ღეროები, მკვახე ან გაფუჭებული ნაყოფი. (თუ მარწყვის გაყინვას აპირებთ, მოაშორეთ მწვანე ქუდები).
  2. გარეცხეთ გამდინარე გრილ წყალში.
  3. გაშალეთ ლანგარზე და გააშრეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცები და ნაზად შეამშრალოთ კენკრა.
  4. საყინულეში დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ერთ ფენად დაალაგეთ კარგად გამშრალი კენკრა
  5. დატოვეთ მინიმუმ რამდენიმე საათით ან ერთი ღამით, სანამ კარგად არ გაიყინება
  6. გადაიტანეთ გაყინული კენკრა სქელ ცელოფნის პარკში, სანამ დალუქავთ დარწმუნდით, რომ პარკი ჰაერისგან მაქსიმალურად დაცლილია
  7. შეინახეთ საყინულეში

კენკრის გამოყენება გაყინდივან 6-12 თვის განმავლობაში შეგიძლიათ ხილის სმუზებში, დესერტებსა და ნამცხვრებში.

ბოსტნეული

სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს განსხვავებული შენახვის წესი აქვს

  • გოგრა და ფესვოვანი ბოსტნეული, ხახვი, კარტოფილი, ნიორი და სხვა, მაცივრის გარეთ ცივ, მშრალ ადგილას ინახება
  • ბოსტნეულის უმრავლესობა, მაგალითად სტაფილო, ბროკოლი, კომბოსტო და სხვა მრავალჯერადი გამოყენების გასაყინი პარკით  ან კონტეინერით უნდა მოთავსდეს მაცივარში.
  • სოკო საუკეთესოდ ინახება ქაღალდის პარკში.

მაცივარში შენახვისას უმჯობესია თუ ბოსტნეულს და ხილს ცალცალკე დადებთ. ასე ისინი უფრო ნელა დამწიფდება.

ბოსტნეულის გაყინვა კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მათი ნუტრიენტები შეინარჩუნოთ და ზაფხულის ბოსტნეული მთელი წლის განმავლობაში დააგემოვნოთ

  1. მოხარშეთ მთელი ან დაჭრილი ბოსტნეული 1-2 წუთის განმავლობაში.
  2. შემდეგ დაყოვნებლივ მოათავსეთ ცივ წყალში, რათა შეაჩეროთ ხარშვის პროცესიეს დაიცავს ბოსტნეულს საყინულეში ყინულით დაწვისაგან (freezer burn). 
  3. კარგად გაამშრალეთ და შეინახეთ საყინულეში კონტეინერით ან მრავალჯერადი გამოყენების გასაყინი პარკით. 

გაყინული ბოსტნეულის გამოყენება ერთი წლის განმავლობაში შეგიძლიათ

გაყინვა რეკომენდებული არ არის ზოგიერთი ბოსტნეულისთვისმაგალითად ბადრიჯანი, კარტოფილი, არტიშოკი, სალათის ფურცლები, ბოლოკი და კომბოსტო

მწვანილი 

მწვანილის შენახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს

  • ერთერთი ყველაზე გავრცელებული ქაღალდში შეხვევა და ისე შენახვაა, რათა მწვანილი მშრალად იყოს და მაცივარში ზედმეტად არ გაიყინოს.
  • მწვანილი ასევე შეგიძლიათ შეინახოთ წყლიან ჭიქაში, ისე, როგორც ყვავილების თაიგული. ჩადეთ მწვანილის კონა ჭიქაში და შემოახვიეთ მრავალჯერადი გამოყენების გასაყინი  პარკით. ეს შექმნის სათბურის ეფექტს მწვანილისთვის
  • ზეთოვანი მწვანილი, როგორიცაა მაგალითად როზმარინი, გამხმარი უკეთ ინახება
  • თუ მწვანილის დიდი ხნით შენახვა გსურთ გახმობის გარეშე, შეგიძლიათ მოათავსოთ ცელოფანში და შეინახოთ საყინულეში.

თხილეული 

იმისთვის, რომ თხილეულის საუკეთესო თვისებები და გემო შეინარჩუნოთ უმჯობესია თუ მათ მაცივარში შეინახავთ. ეს განსაკუთრებით ეხება ნიგოზს, ქეშიუს და პეკანს. თხილეულის ეს სამი სახეობა სითბოში განსაკუთრებით მალე ფუჭდება

შეინახეთ ნებისმიერი სახეობის თხილეული მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. თუ მათ გამოყენებას დიდხანს არ აპირებთ ჩაყარეთ ცელოფნის პარკში და შეინახეთ საყინულეში. ასე მათ გამოშრობისაგან დაიცავთ

გაითვალისწინეთ, რომ უმარილო თხილეული უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე მარილიანი. თუ გსურთ, რომ თხილი 6 თვემდე ვადით შეინახოთ, შეგიძლიათ გქონდეთ მაცივარში, ხოლო თუ 1 წლამდე ვადით, შეინახეთ საყინულეში

თუ სხვადახვა პროდუქტის შენახვის თავისებურებებს ისწავლით გაფუჭებული ხილისა თუ ბოსტნეულის გადაყრა არასდროს მოგიწევთ. მათი გაყინვის მეშვეობით კი შეძლებთ მთელი წლის განმავლობაში მიირთვათ საყვარელი პროდუქტი. 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი

The post როგორ შევინახოთ პროდუქტები დიდი ხნით appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart