#Op-Ed – რა არის მედიტაცია და რატომ გვეხმარება სიმშვიდის მოპოვებაში – ელენე კვერნაძე

#Op-Ed – რა არის მედიტაცია და რატომ გვეხმარება სიმშვიდის მოპოვებაში – ელენე კვერნაძე

ბოლოს როდის იბანავე ისე, რომ მართლა აბაზანაში იდექი, წყლის ქვეშ და არა წარსულზე ან მომავლზე ფიქრში დაკარგული? ბოლოს როდის იყო, რომ წყნარად დაჯექი და გემრიელად მიირთვი საჭმელი ისე, რომ თან რამეს არ უყურებდი, ტელეფონში არსქროლავდიან არ იყავი ფიქრებში დაკარგული? რამდენჯერ დაგიჭერია შენი თავი, რომ გაუაზრებლად რაღაცას აკეთებან უცებ აფიქსირებ, რომ არ გახსოვს რის გამო შემოხვედი ოთახში, ან როგორ გაატარე ამდენი საათი უაზროდ? ბოლოს როდის იყო, რომ ფიზიკურად და მენტალურად უბრალოდ იყავი აწმყოში ?

იცოდით, რომ საშუალოდ თითქმის ნახევარ დღეს (47%) ვატარებთ ფიქრებში ? რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარ დღეს არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რაც აწმყოში  ჩვენს ირგვლივ  ხდება, შესაბამისად რეალურად არ „ვართ“ საკუთარ ცხოვრებაში. 

მაშ ასე, რა არის mindfulness/მედიტაცია?

ეს არის აწმყოში ჩვენს (სუნთქვაზე, ფიქრებზე, რამე მოქმედებაზე, მოძრაობაზე…. ..) მიზანმიმართულად, ცნობისმოყვარეობით დაკვირვება/კონცენტრაცია ყოველგვარი განსჯის და კონტროლის მცდელობის გარეშე.

აი, ფორმულა:

Mindfulness ან მედიტაცია = ( აწმყო + დაკვირვება + კონცენტრაცია + ცნობისმოყვარეობა ) ( განსჯა + კონტროლი )

დასავლური აღქმით, რაღაც ნიშნებით ზოგი განასხვავებს mindfulness-ს და მედიტაციას, თუმცა დასაწყისისთვის აღიქვით, რომ ეს ორი რამე ერთი და იმავე კონცეფციას აღწერს და ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე განსხვავება. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად, მონაცვლეობით იყენებენ ამ ორ სიტყვა ერთი და იმავე რაღაცაზე საუბრის დროს.

რეალურად, ორივე არის უნარი და მდგომარეობა, რომლებსაც ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითი გავლენა აქვს და ამას, უკვე, უამრავი კვლევა ადასტურებს.

როდის შეგვიძლია გავაკეთოთ მედიტაცია ან ვიყოთ mindful? 

  • ნებისმიერ დროს
  • ნებისმიერ ადგილას
  • შეგვიძლია გავაკეთოთ მარტო ან სხვა ადამიანებთან ერთად
  • შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც ვწევართ, ვსხედვართ ან ფეხზე ვდგავართ
  • არსებობს mindfulness/მედიტაციის უამრავი სავარჯიშო და ტექნიკა, სადაც სხვადასხვა რაღაცაზე ხდება დაკვირვება/კონცენტრაცია
  • შეიძლება სიჩუმეში დავხუჭოთ თვალები და დაკვირვება გავაკეთოთ შინაგან სამყაროზე, ფიქრებზე, სუნთქვაზე, სხეულში შეგრძნებებზე
  • ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ გარე სამყაროზე, რაღაც ნივთზე, მოქმედებაზე დაკვირვება/კონცენტრაცია.

რა ვითარებაში შეგვიძლია ვიყოთ mindful?

  • ჭამის დროს
  • ბანაობის დროს
  • სიარულის დროს
  • ჭურჭლის რეცხვის დროს
  • გავაკეთოთ სხეულის სკანირება
  • სუნთქვაზე კონცენტრაცია/დაკვირვება
  • რაიმე ნივთზე კონცენტრაცია/დაკვირვება
  • რაიმე იდეაზე (მანტრაზე) კონცენტრაცია/დაკვირვება
  • გავაკეთოთ მოძრავი მედიტაცია (ანუ იოგა)

ეს სია ძალიან გრძელია! ანუ ნებისმიერ დროს, როდესაც ვართ მთლიანად აწმყოზე კონცენტრირებულნი და ვართ აქ და ახლა, ვართ Mindful. 

მისი არსის ბოლომდე აღქმა ცოტა რთულია, თუ თავად არ გამოვცდით. ეს იგივეა, ცადო ადამიანს აუხსნა ლურჯი ფერი,  ან შოკოლადის გემო, ისე რომ არ უნახავს ან გაუსინჯავს.

ეს მდგომარეობა არის სტატიის დასაწყისში აღწერილი იმ გაფანტული, ფიქრებში დაკარგული, ხშირად დასტრესილი მდგომარეობის ზუსტად საპირისპირო მდგომარეობა.

რაც შეეხება თავად მედიტაციის პროცესის აღწერას: 

გაგიზიარებთ მედიტაციის/mindfulness-ის, ჩემი აზრით, ერთერთი ყველაზე ადვილად აღსაქმელ მეტაფორას.

დღისით, ცა შეიძლება იყოს სულ მოწმენდილი და კარგად ვხედავდეთ კაშკაშა მზეს ან, შეიძლება, მზე არ ჩანდეს, რადგან მას ღრუბლები ეფარება. ხშირად, ამას იმდენად სუბიექტურად და მძაფრად აღვიქვავთ, რომ, რასაც ვხედავთ, ამას რეალობად მივიჩნევთ და ასევ გადმოვცემთ: “დღეს მზე არ არის“… ანაი მზე გამოვიდა“… მაგრამ, რეალურად, იმ ღრუბლებს მიღმა ხომ ყოველთვის მოწმენდილი, მზიანი ცაა, უბრალოდ, ჩვენთვის არ ჩანს.

 აი, ახლა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გონება არის ეს ცა: ის მზიანი, მოწმენდილი ცა არის, ის მშვიდი, აწმყოში
უბრალოდ ყოფა, რაც რეალურად, ყოველთვის არსებობს, უბრალოდ, ზოგჯერ, ჩვენი ფიქრები, ემოციები, განცდები და გარემო (როგორც ღრუბლები) ეფარება მას. როგორც ის ღრუბლები გვავიწყებს მის მიღმა არსებულ ლურჯ ცას, ასევე, ჩვენს ფიქრებს ხშირად აღვიქვავთ, როგორც ობიექტურ რეალობას.

რა ხდება მედიტაციის დროს?

მედიტაციის დროს ჩვენ წყნარად ვსხდებით და უბრალოდ ვაკვირდებით ჩვენს ცას. ეს ყოველთვის ხდება აწმყოში. წარსულში და მომავალში ცას ვერ დააკვირდები. ზოგჯერ, ჩვენი ცა შეიძლება ისედაც ძალიან მოწმენდილი იყოს და მზეს ადვილად ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ. ზოგჯერკი, ღრუბლები ეფარება. ეს ღრუბელ(ებ) შეიძლება იყოს მსუბუქი თეთრი და ფუმფულა, ან მძიმე და მუქიშეიძლება, დიდი ხანი იყოს გაჩერებული ერთ ადგილას, ან სწრაფად მოძრაობდეს ჩვენს ცაზე. ზოგჯერ ბევრი ღრუბელია, ზოგჯერ კი ცოტა და ეს არის მარადიულად ცვალებადი პროცესიყოველი ახედვისას, ის ცა იქნება განსხვავებული. ზუსტად ისევე, როგორც ჩვენი გონება და ფიქრები.

ჩვენი მიზანი არ არის თავს მოვატყუოთ ,ვითომ ეს ღრუბლები არ არსებობს, ან ვისწავლოთ ამ ღრუბლების გაფანტვა/გაქრობა/კონტროლი. ამ ღრუბლებზე გაბრაზებით და კრიტიკით ვერაფერს შევცვლით.

ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებით, როგორ მოძრაობენ ჩვენს ცაზე. მოვიდა ფიქრი/ღრუბელი? შენიშნე და მშვიდად გაუშვი ისევ თავის გზაზე და გააგრძელე ცაში ყურება. აი, ეს არის მედიტაცია.

ეს მეტაფორა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფორმალური, სიწყნარეში მჯდომარე მედიტაციის გაკეთების დროს, ასევე ნებისმიერი mindfulness სავარჯიშოს გაკეთების დროს, სადაც აწმყოში რაღაც ქმედებაზე ან საგანზე ახდენთ დაკვირვებას! შენი მოწმენდილი ცა არის ის აწმყოში, განსჯის გარეშე ყოფა, ღრუბლები კი ყველაფერი რაც ეფარება მას.

დაიმახსოვრეთ :

  • არ არსებობს მედიტაციის არასწორად გაკეთება. თუ მიზანმიმართულად ცდილობთ თქვენს ცას დააკვირდეთ, ეს უკვე მედიტაციაა.
  • ყოველი მცდელობა/ვარჯიში იქნება განსხვავებული, როგორც ცა. ზოგ დღეს უფრო ადვილი მოგეჩვენება ეს პროცესი, ზოგ დღეს უფრო რთული, ზუსტად ისევე, როგორც უფრო რთულია გვახსოვდეს მოწმენდილი მზიანი ცა, როდესაც მთელი დღე დიდი შავი ღრუბელი ეფარება ან მთელი კვირაა ცივა და წვიმს.
  • ამის ხშირად გაკეთება უბრალოდ აძლიერებს ამ მოწმენდილი ცის აღქმას. უფრო ადვილად გვახსენდება მისი არსებობა, უფრო ნაკლებად მოქმედებს ჩვენზე ღრუბლები. ამით უფრო ჰარმონიაში ვართ საკუთარ თავთან და სამყაროსთან, იმიტომ კი არა, რომ ყველაფერი იდეალურად არის და სულ მოწმენდილია ჩვენი ცა, არა, უბრალოდ იზრდება ჩვენი ცნობიერება და მიმღებლობა  საკუთარი თავის, ჩვენი გარემოს, გარემოების და სხვების მიმართ.. ნაკლებად განვსჯით ჩვენს ცას, როდესაც მოღრუბლულია. უკეთ გვესმის, რისგან შედგება ეს ღრუბლები, აღარ გვეშინია ჭექაქუხილის და აღარ ვემალებით წვიმას. ვიაზრებთ, რომ ეს ნორმალურია და თან ვიცით, რომ იქ, სადღაც ღრუბლებს მიღმა, ყოველთვის არის მოწმენდილი, მზიანი ცა. 

 

ავტორი : ელენე კვერნაძე

The post #Op-Ed – რა არის მედიტაცია და რატომ გვეხმარება სიმშვიდის მოპოვებაში – ელენე კვერნაძე appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart