რამდენად ეფექტურია ნარჩენების გადამუშავება და რა შეგვიძლია გავაკეთოთ გარემოს დაცვისთვის

რამდენად ეფექტურია ნარჩენების გადამუშავება და რა შეგვიძლია გავაკეთოთ გარემოს დაცვისთვის

ნარჩენების გადამუშავების თემა ბოლო დროს უფრო და უფრო პოპულარული ხდება. კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება და სხვა პრობლემები, რომელთაც დღეს ჩვენი პლანეტა აწყდება გვაფიქრებინებს თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი როგორც ინდივიდების თუ საზოგადოების უარყოფითი კვალი შევამციროთ. ზოგიერთის აზრით, ერთ-ერთი მექანიზმი სწორედ ნარჩენების გადამუშავებაა. თუმცა, დავა იმის შესახებ თუ რამდენად ეფექტურია ის, კვლავ აქტუალურია. ამ სტატიაში სწორედ ნარჩენების გადამუშავების ეფექტიანობაზე ვისაუბრებთ და მიმოვიხილავთ სხვა პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებაში დაგვეხმარება. 

რამდენად ეფექტურია ნარჩენების გადამუშავება?

ზოგიერთი კრიტისოკი ამტკიცებს, რომ გადამუშავება ისეთი ეფექტური მექანიზმი არაა, როგორადაც მას წარმოაჩენენ. ამასთანავე, მათი აზრით, მას შეუძლია უსაფრთხოების ცრუ განცდა გამოიწვიოს. თუმცა, გარემოს დაცვის სააგენტოს თანახმად, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების სარგებელი ნათელია. მაგალითად, ალუმინის გადამუშავება ზოგავს იმ ენერგიის 95 პროცენტს, რაც საჭიროა ახალი ქილების დასამზადებლად. ფოლადისა და თუნუქის ქილების გადამუშავება ზოგავდ 60-74 პროცენტს, ქაღალდის დაახლოებით 60 პროცენტს. პლასტმასისა და შუშის გადამუშავება ზოგავს ენერგიის დაახლოებით მესამედს, იმ პროდუქტებთან შედარებით, რომელიც ნედლი მასალისაგან არის დამზადებული. ფაქტობრივად, ერთი შუშის ბოთლის გადამუშავებით დაზოგილი ენერგიით ერთი 100 ვატიანი ნათურა 4 საათის განმავლობაში იმუშავებს. 

დაზოგილი ენერგიის გარდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშაავება ხელს უწყობს ნაგვის შემცირებას, რაც დაკავშირებულია ისეთი დაავადებების გავრცელებასთან, როგორიცაა სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციები.

როგორც ხედავთ, გადამუშავება ნარჩენების მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ის ყველაზე ეფექტური არ არის. ნარჩენების მართვის სხვა მეთოდები გაცილებით უფრო სარგებლიანია.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ გარემოს დაცვისთვის?

ნარჩენების მართვა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • შემცირება
  • ხელმეორედ გამოყენება
  • სხვა დანიშნულებით გამოყენება
  • გადამუშავება.

როგორც ხედავთ, გადამუშავება ნარჩენების მართვის უკანასკნელი ეტაპია. ინდივიდუალურად ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა მოხმარების შემცირებით, ნივთების ხელმეორედ ან სხვა დანიშნულების გამოყენებით.

როგორ შევამციროთ ნარჩენები?

ნარჩენების შემცირების საუკეთესო გზა ნაკლები მოხმარება და ხარისხიანი ნივთების შეძენაა. სანამ რაიმეს შეიძენდეთ დაფიქრდით ნამდვილად გჭირდებათ ესა თუ ის ნივთი? შეძენის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ხაარისხიან პროდუქციას, რომლის ჩანაცვლებაც დიდი ხნის განმავლობაში აღარ მოგიწევთ. ეცადეთ შეიძინოთ მრავალჯერადი გამოყენების ნივთები. ასე შეძლებთ ესა თუ ის პროდუქცია ხანგრძლივად გამოიყენოთ და შეამციროთ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა. 

ამას გარდა, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ რა მასალისგანააა დამზადებული ნივთები. უმჯობესია თუ შევიძენთ ნივთებს, რომლებიც ბიოდეგრადირებული მასალისაგანაა დამზადებული. ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული ნივთები ბიოდეგრადირებულია. ეს ნიშნავს, რომ ბუნება თავად შეძლებს მის გადამუშავებას, მაშინაც კი თუ ადამიანები არ ვიზამთ ამას. არაბიოდეგრადირებული მასალისგან დამზადებული ნივთების მოხმარების შემცირებით ჩვენ მნიშვნელოვნად ვამცირებთ ნარჩენებსაც. 

როგორ გამოვიყენოთ ნივთები ხელახლა? 

ჩვენ ძალიან ბევრ ნარჩენს წარმოვქმნით, რადგან ესა თუ ის ნივთი ჩვენთვის ფუნქციას კარგავს. ისინი აღარ მუშაობენ ისე, როგორც ადრე ან ჩვენ უბრალოდ აღარ მოგვწონს მათი გამოყენება. სანამ რაიმეს გადააგდებდეთ დაფიქრდით შეიძლება თუ არა ამ ნივთის ხელმეორედ გამოყენება შეკეთების შემდეგ. ეცადეთ უპირატესობა მიანიჭოთ ნივთების შეკეთებას, ვიდრე ახლის ყიდვას. თუ თქვენთვის ნივთები სასურველი აღარ არის დაფიქრდით, იქნებ ვინმეს სჭირდება ისინი. ტექნიკის, ტანსაცმლის, სათამაშობეის თუ სხვა ამგვარი ნივთების გაჩუქება კარგი გზაა ნარჩენების შესამცირებლად. 

როგორ გამოვიყენოთ ნივთები სხვა დანიშნულებით?

ცოტაოდენი კრეატიულობა და თქვენ შეგიძლიათ მრავალი გამოყენება მოუძებნოთ უკვე გამოყენებულ ნივთებს. მაგალითად, გამოიყენოთ ფეხსაცმლის ყუთი ნივთების შესანახად, კბილის ჯაგრისი ფეხსაცმლის საწმენდად, შუშის ქილები ყვავილების ჩასადებად და სხვა. ასე შეამცირებთ არამხოლოდ ნარჩენების წარმოქმნას, არამედ ახალი ნივთების მოხმარებასაც.

საქართველოში ერთი ადამიანი დღეში დაახლოებით 1,7 კგ ნარჩენს წარმოქმნის. ამ ნარჩენების შემცირება შესაძლებელია მათი სწორედ მართვით - შემცირებით, ხელმეორედ ან/და სხვა მიზნით გამოყენებით. ეს საკმაოდ მარტივი და ამასთანავე, საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ შევამციროთ ის უარყოფითი კვალი, რასაც ჩვენს პლანეტაზე ვტოვებთ.

ჩვენი ინდივიდუალური საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებას შეუძლია წვლილი შეიტანოს ნარჩენების მართვაში. თუმცა, ჩვენ მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაცილებით ნაკლებია კომპანიების მიერ გამოწვეულ დაბინძურებასთან. ამიტომ, თუ გვსურს რეალური შედეგი დავინახოთ, დიდ კორპორაციებსა და კომპანიებს უნდა ვუბიძგოთ, რომ გახდნენ უფრო ეკომეგობრულები და მეტად იზრუნონ თავიანთი ნახშირბადის კვალის (carbon footprint) შესამცირებლად. ამისთვის, საუკეთესო გზაა უპირატესობა მივანიჭოთ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ბიოდეგრადირებად პროდუქციას ან/და ზრუნავენ ნარჩენების გადამუშავებასა და ნახშირბადის კვალის შემცირებაზე.

YOUR CART (0)

No Products in the Cart