Night mode

როგორ გავიუმჯობესოთ იმუნური სისტემა პანდემიის პერიოდში?

როგორ გავიუმჯობესოთ იმუნური სისტემა პანდემიის პერიოდში?
ფონტის ზომა

მას მერე, რაც სამყაროში ახალმა და უცნობმა ვირუსმა, Covid-19-მა ახალი წესრიგი დაამყარა, მუდმივად გვესმის სხვადასხვა რეკომენდაცია: რომ უნდა დავიბანოთ ხელები, ვატაროთ პირბადე, გამოვიყენოთ ანტისეპტიკური ხსნარები და . ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულება დღეს უკვე მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი ვირუსისგან გვიცავენ. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ვირუსთან გამკლავებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძლიერი იმუნური სისტემა.  

იმუნურ სისტემას მეორენაირადთეთრ ავტონომიასუწოდებენ და ის უჯრედების, ცილების, ქსოვილებისა და ორგანოების ერთობლიობაა. მათი შეთანხმებული მუშაობის შედეგია ორგანიზმის თავდაცვითი უნარი, რომელსაც იმუნიტეტს ვუწოდებთ. ამ სისტემის ელემენტები გამუდმებით მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი ტვინი და სხეული სხვადასხვა მავნე ბაქტერიისა და ვირუსისგან დაიცვან

იმუნური სისტემა, რა თქმა უნდა, ეფექტურად მუშაობს მიკრობებისა და ვირუსების წინააღმდეგ, თუმცა, მას ამ დამაზიანებელი ბაქტერიების ამოსაცნობად გარკვეული დრო სჭირდება. მანამ, სანამ დაავადების გამომწვევი პათოგენები ორგანიზმს დატოვებენ, სწორედ რომ იმუნურმა სისტემამ უნდა გაიცნოს ის. აღნიშნული პათოგენების განადგურება კი მაშინ ხდება, როცა იმუნური სისტემა ავადმყოფობის ან ვაქცინის მიღების შემდეგ შესაბამის ანტისხეულებს გამოიმუშავებს

იმისთვის, რათა უკეთ გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს იმუნური სისტემა, რამდენიმე საჭირო სიტყვის განმარტებას გთავაზობთ:

პათოგენები მიკრობები, რომლებსაც შეუძლიათ, დააინფიცირონ სხეული და გამოიწვიონ დაავადება

ანტიგენებიპათოგენების ზედაპირზე არსებული ცილები.

ანტისხეულებიჯანმრთელი ცილები, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ და დაუკავშირდნენ ანტიგენებს

როდესაც ანტისხეული ამოიცნობს შემოჭრილი პათოგენის ანტიგენს, ის მას მჭიდროდ უკავშირდება. ამ პროცესში ის .შუქურისროლს ასრულებს და იმუნური სისტემის სხვა ელემენტებს მოუწოდებს, სხეულში შემოჭრილ მავნე ბაქტერიას ერთად შეუტიონ.

ამ პროცესების დეტალურად გაცნობის შემდეგ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისევე, როგორც ყველა სხვა ვირუსის შემთხვევაში, იმუნური სისტემა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს Covid-19-თან მიმართებაშიც. იმუნური სისტემა ვერ დაგვიცავს იმისგან, რომ კორონავირუსი შეგვხვდეს, თუმცა, მისი გამართულად მუშაობა დაგვეხამარება, უკეთ შევებრძოლოთ ვირუსს

რა არის საჭირო იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ გამართულად და უკეთესად იმუშაოს? ამაში სხვადასხვაგვარი აქტივობა გვეხმარება. მაგალითად:

ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში

იმისთვის, რათა უკეთესი იმუნური სისტემა გქონდეთ, არასდროს შეწყვიტოთ მოძრაობა. ასეთ დროს კარგი შედეგი მოაქვს აერობულ ფიზიკურ დატვირთვას კვირაში, დაახლოებით, 150-300 წუთის განმავლობაში და ასევე კუნთების ვარჯიშს კვირაში ორჯერ. ივარჯიშეთ ნებისმიერ ადგილზე, სადაც გინდათ და გეხალისებათ, იქნება ეს 5, 10, 15 თუ 20 წუთიმთავარია ფიზიკურად აქტიურები იყოთ

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ფიზიკური აქტიურობა სახლის პირობებშიც არ დაგვავიწყდესიარეთ ოთახებში რამდენიმე წუთის განმავლობაში, ჩართეთ საყვარელი მუსიკა და იცეკვეთ, აირბინეთ და ჩამოირბინეთ კიბეებზე, გააკეთეთ ბუქნები. არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებთ, მთავარია ფიზიკურად აქტიური იყოთ

ანალოგიურად მნიშვნელოვანია სახლს გარეთ აქტივობაცგაისეირნეთ ყოველდღიურად თქვენს სახლთან ახლოს ფეხით ან ველოსიპედით, გაატარეთ დრო ბუნებაში, გადით პარკში, იქ, სადაც სიმწვანეა, რადგან ბუნებაში ყოფნა ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს

სცადეთ იოგაცღრმა სუნთქვასა და გონებაში ჩაღრმავებას შეუძლია, შფოთვა აგარიდოთ

ჯანსაღი ცხოვრების წესი

არაფერი ამაღლებს იმუნურ სისტემას ისე, როგორც ჯანსაღი ძილი, ჯანსაღი საკვები და სტრესის მართვა

ძილი

ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ჩვენი იმუნური სისტემის შენებაში, ისე ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაში. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ძილის მედიცინის ამერიკული აკადემიის რეკომენდაციით მოზრდილებს მინიმუმ 7 საათი უნდა ეძინოთ, თინეიჯერებს – 8-10, სკოლის მოსწავლეებს კი დაახლოებით 9-12 სთ

სტრესის მართვა

სტრესისა და გაურკვევლობის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სტრატეგიების შემუშავება, რაც ხელს უწყობს სტრესის მართვას. სტრატეგიებში იგულისხმება: რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი კვება, რელაქსაცია, თავის მოვლა. ჯანმრთელობის თითოეული ეს ქცევა ასოცირდება უკეთეს ძილთან.

საკვები

ის, თუ როგორ ვიკვებებით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი იმუნური პასუხი ექნება ჩვენს ორგანიზმს საფრთხეებზე

ჯანსაღი კვება იმდენადვე შეიძლება, გახდეს ძლიერი იმუნიტეტის საფუძველი, რამდენადაც, ცუდი კვებით შეიძლება გაუარესდეს თქვენი იმუნური სისტემა” – ამბობს შარლოტა ჰანტერი, დიეტოლოგი სოლტ ლეიკ სიტის LiVe Well ცენტრში. ”დაბალანსებული კვება აძლიერებს ინფექციისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს.” 

იმუნიტეტის გაძლიერებას სხვადასხვა ვიტამინითა და მინერალით გაჯერებული საკვების მიღება იწვევს, მაგალითად ესენი შეიძლება იყოს: C, D, A, E ვიტამინები, თუთია.. მათ კი დიდი რაოდენობით შეიცავს: ფორთოხალი, ბროკოლი, მარწყვი, ორაგული, სოკო, ბურღულეული თუ სხვა. თუკი ამ ვიტამინების ცალკე მიღებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, მანამდე ექიმთან გაიაროთ შესაბამისი კონსულტაცია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ სრულად ავირიდოთ ავადობა, ძლიერი და ჯანმრთელი იმუნური სისტემა დაგვეხმარება, მაქსიმალურად სწრაფი პასუხი ჰქონდეს ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა პათოგენზე. საბოლოო ჯამში, ძლიერი იმუნური სისტემა გვეხმარება, გავუმკლავდეთ ვირუსს

და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Covid-19-გან თავის დასაცავად აუცილებელია, მოვერიდოთ ხალხს, ვატაროთ ნიღაბი და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჰაერის ვენტილაციაზე შიდა სივრცეებში. 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე