Night mode

რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ ყველაზე მეტად?

რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ ყველაზე მეტად?
ფონტის ზომა

“აქედან 20 წლის შემდეგ იმედგაცრუებას ის საქმეები კი არ მოგგვრით, რომლებიც გააკეთეთ, არამედ ისინი, რომლებიც არ გაგიკეთებიათ.”

– მარკ ტვენი

ჩვენ, ადამიანები ძალიან დიდ დროს ვუთმობთ ყოველდღიურ საფრიქრალს, მუდამმეტიგვსურს და ბევრ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რუტინული ყოველდღიურობის მიღმა ერთითუმცადგას.

ამ ყველაფრის მიღმა გვრჩება ის, რაც ყველაზე მეტად გვანიჭებს ბედნიერებასდაკავებულ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი და სიამოვნების მომგვრელი საქმიანობისთვის მომავალში მოიცლიან, მაგრამ, რეალურად, ამგვარი მომავალი არასდროს დგება ხოლმე. ხანდახან კვირები და თვეებიც კი ისე გადის, მეგობრის სანახავად დრო არ გვრჩება

ყველაფერ ამას იქამდე მივყავართ, რომ ცხოვრება გადის და სინანულის შეგრძნება სიცოცხლის ბოლოს გვატყდება თავს. იმ სინანულის, რომელსაც თავის დროზე არ ან ვერგაკეთებული საქმეები იწვევს. სწორედ ამ თემას ეხება ავსტრალიელი მედდა, ბრონი ვარი საკუთარ წიგნშირას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ?”. ამ ადამიანმა პალიატური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებთანშედეგად, მას ხშირად უწევდა იმის მოსმენა, თუ ყველაზე მეტად რაზე წყდებოდათ გული და რას ნანობდნენ ადამიანები სიცოცხლის ბოლო წამებში. ბრონი ვარი სინანულის გამომხატველ ფრაზებს საკუთარ ბლოგზე წერდა, რამაც აუდიტორიის დიდი ყურადღება მიიპყრო. საბოლოოდ, მან თავისი დაკვირვებები ზემოხსენებულ წიგნში გააერთიანა

და მაინც, რას ნანობენ ყველაზე მეტად ადამიანები სიკვდილის წინ? ვარმა 5 ყველაზე გავრცელებული სინანული გამოყო:

  1. ნეტავ მქონოდა გამბედაობა, საკუთარი ცხოვრებით მეცხოვრა და სხვების აზრი არ გამეთვალისწინებინა. 

ავტორის თქმით, პაციენტთა უმრავლესობა სწორედ ამას ნანობდა. სიცოცხლის ბოლო წამებში კიდევ უფრო კარგად ვხედავთ იმ ოცნებებს, რომელთა განხორციელებაც ვერ შევძელით. ასეთ დროს კი ვაცნობიერებთ, რომ ეს წარსულში ჩვენ მიერ გაკეთებული სხვადასხვა არჩევანითაა განპირობებული. ავად ყოფნა გვიბიძგებს, უფრო მეტ რამეს მივაქციოთ ყურადღება, უფრო მეტი გავაანალიზოთ და დავაფასოთ ის წამები, როცა ჯანმრთელები ვიყავით

  1. ნეტავ ამდენი არ მემუშავა.

ბრონი ვარი ამბობს, რომ თითქმის ყველა მამრობითი სქესის ადამიანი ამ ფრაზას ამბობდა სიკვდილის წინ. ამ პაციენტების ნაწილი ნანობდა, რომ მათ გამოტოვეს თავიანთი შვილების ახალგაზრდობა და საქმის გამო მამობრივი მზრუნველობა დათმეს. რასაკვირველია, მსგავსი სინანული ქალ პაციენტებსაც (განსაკუთრებით, ხანში შესულებს) აწუხებდათ, თუმცა, ავტორის თქმით, კაცებში ამ სინანულს ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. სიკვდილის წინ მათ თავიანთი ცხოვრება ერთგვარ სარბენ ბილიკად ესახებოდათ

  1. ნეტავ მქონოდა გამბედაობა, ჩემი გრძნობები სათანადოდ გამომეხატა. 

ურთიერთობების მოფრთხილების მიზნით ძალიან ბევრი ადამიანი თრგუნავს თავის შეგრძნებებს. ბრონი ვარის თქმით, სწორედ ამან განაპირობა მათი უღიმღამო ცხოვრება. ამგვარ პაციენტთა უმრავლესობას განუვითარდათ ჯანმრთელობის დარღვევები, რომელიც მწარე შეგრძებებითა და უკმაყოფილებით იყო გამოწვეული. მსგავს გართულებებს შორის შეიძლება იყოს: გულის დაავადებები, თავის ტკივილი, უძილობა, აუტოიმუნური დარღვევები, ნაწლავების პრობლემები და . 

  1. ნეტავ ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა შემენარჩუნებინა.

ავტორის თქმით, პაციენტთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებდა მეგობრების მნიშვნელობას მანამ, სანამ სიცოცხლის ბოლო წუთები არ დაუდგათ. მსგავსი სინანული იმითაა განპირობებული, რომ დატვირთულ ცხოვრებაში ბავშვობის მეგობრებისთვისაც კი ვერ ვნახულობთ დროს. შედეგად კი, წლების სვლასთან ერთად ისინი ჩვენი ცხოვრებიდან ქრებიან. ეს პაციენტები ნანობდნენ, რომ უფრო მეტი დრო და ძალისხმევა უნდა ჩაედოთ თავიანთ ურთიერთობებში. სიცოცხლის ბოლო წამებში მეგობრები ყველას ენატრება

  1. ნეტავ მიმეცა საკუთარი თავისთვის უფლება, უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი.

ბრონი ვარის თქმით, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ ბედნიერება არჩევანია. მისი პაციენტებიც ძველ წესებსა და ჩვევებში იყვნენ ჩარჩენილები, რამაც ცვლილებებისადმი შიში გააჩინა. სწორედ ამ შიშმა დათრგუნა ის სპონტანურობა და სულელური, სასაცილო მომენტები, რომლებსაც ამ ადამიანებისთვის თავის დროზე ბედნიერების მინიჭება შეეძლო

სიცოცხლის ბოლო წუთებში მყოფი ადამიანების გამოცდილება აჩვენებს, რომ ცხოვრებაში ბევრად უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რა გვაბედნიერებს და რა სძენს ჩვენს ცხოვრებას რეალურ მნიშვნელობას. ამიტომაც მსგავს საკითხებზე ფიქრი სიცოცხლის განმავლობაშიც ძალიან მნიშვნელოვანია

ახლა, როცა გაეცანით 5 ყველაზე ხშირად გამოთქმულ მიზეზს, რის გამოც ადამიანები ნანობენ სიკვდილის წინ, შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს ცხოვრებას და დაფიქრდეთ: თქვენც ხომ არ გაქვთ გადადებული გვერდზე ის, რაც რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია?

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე