Night mode

რა განსაზღვრავს ჩვენს ემოციურ უსაფრთხოებას და როდის ვგრძნობთ თავს დაცულად?

რა განსაზღვრავს ჩვენს ემოციურ უსაფრთხოებას და როდის ვგრძნობთ თავს დაცულად?
ფონტის ზომა

 

წვეთი პრევენცია სჯობს ზღვა მკურნალობას

– ბენჯამინ ფრანკლინი

როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ალბათ ფიზიკური დაცულობა, ძალა და წინააღმდეგობის დაძლევა გვახსენდება. თუმცა, თანამედროვე ფსიქოლოგიის აზრით, უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბება და გაძლიერება ჩვენს შიგნითპიროვნულ დონეზეიწყება და გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ სიმშვიდეზე, წონასწორობაზე, მედეგობაზე, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დონეზეც ვლინდება.

ადამიანისა და ცხოველების რეაქცია საფრთხეზე პირველად 1920-იან წლებში ამერიკელმა ფიზიოლოგმა უოლტერ ბრედფორდ კენონმა აღწერა. მან აღმოაჩინა, რომ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სხეული ორგვარი რეაქციისათვისთავდაცვისთვის ან გაქცევისთვისემზადება და მასბრძოლა ან გაქცევისრეაქცია უწოდა. გარდა ამ თანდაყოლილი ბიოლოგიური რეაქციებისა, ცოცხალი ორგანიზმების თვითგადარჩენის სტრატეგიას წარმოადგენსგაყინვაც“, როდესაც შიშის გამო სხეული დემობილიზდება და დროებით გარდაცვლილის როლს მოირგებს

თუმცა, ამ საბაზისო რეაქციებთან ერთად, ადამიანი ხასიათდება უსაფრთხოების უმაღლესი სისტემით – „სოციალური ტვინით“, რაც სხვა ინდივიდებთან ურთიერთობის შედეგად ვითარდება და წინასწარ წარმოდგენას გვიქმნის საფრთხის/მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან აცილების შესახებ. შედეგად, ჩვენს უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ის ფიზიკური ფაქტორები, თუ რამდენად კარგად შეგვიძლია მოწინააღმდეგესთან შებრძოლება ან მისგან გაქცევა, არამედ დიდწილად ის მენტალური პროცესებიც, თუ როგორ ვუმკლავდებით ჩვენს ემოციურ გამოწვევებს, სტრესს, ნერვიულობას, აღგზნებადობას ან რამდენად წინასწარ ვიზღვევთ თავს მოსალოდნელი პრობლემისგან

როგორც ამერიკელი კლინიკური ფსიქოლოგი ბობ ლივინგსტონი განმარტავს, დაცულობის შეგრძნება ნიშნავს, იყო თავდაჯერებული და გწამდეს, რომ არა მხოლოდ იმსახურებ უსაფრთხოდ ცხოვრებას, არამედ დიდწილად თავადვე ქმნი ამ უსაფრთხოებას. „ეს ნიშნავს, იღვიძებდე დილით იმის ცოდნით, რომ იმსახურებ, გრძნობდე თავს დაცულად და ტკბებოდე იმ ბედნიერებით, რაც უსაფრთხოების განცდას ახლავს თან“. მართალია, ემოციური უსაფრთხოების შეგრძნება საკმაოდ პატარა ასაკიდან ვლინდება და დიდწილად განპირობებულია მშობლების/ოჯახის დამოკიდებულებით გარესამყაროსადმი, თუმცა, არსებობს რამდენიმე საშუალება, რაც გვეხმარება, ვიპოვოთ/აღვიდგინოთ რწმენა საკუთარი თავისა და ძალების მიმართ

ემოციური უსაფრთხოება საკმაოდ საყურადღებო თემაა და დიდი გავლენა აქვს ჩვენს ფიზიკურ კეთილდღეობაზეც, თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანებს ხშირად მენტალური საკითხები მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა კონკრეტული ფიზიკური გამოვლინებები იჩენენ თავს. სინამდვილეში კი, საკუთარი შინაგანი თუ გარეგანი საზღვრების დაცვის და პრევენციული ზომების მიღების შემთხვევაში, ხშირად მოსალოდნელ პრობლემას თავიდან ვიცილებთ და წარმოქმნის შემთხვევაშიც კი, მასთან გამკლავება გაცილებით მარტივი ხდება, რადგან უსაფრთხოების შეგრძნება ისეთ ემოციებისა და შეგრძნებების გააქტიურებას იწვევს, როგორებიცაა:

თავდაჯერებულობაადამიანი, რომელიც ემოციურ უსაფრთხოებას გრძნობს, გაცილებით თავდაჯერებულია, გამოხატოს საკუთარი თავი, პოზიცია, მიზნები და სურვილები, გადადგას თამამი ნაბიჯები და სწამდეს, რომ გაუმკლავდება აღებულ პასუხისმგებლობებს.

გამბედაობაემოციური უსაფრთხოების განცდა გვიბიძგებს, გადავდგათ უფრო რისკიანი ნაბიჯები და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებასაც შიშის თუ სიფრთხილის გამო ვერ ვბედავდით.

უდარდელობაჩვეულებრივ, რაც უფრო დაზღვეულია ადამიანი პრობლემისგან, მით უფრო ლაღი და უდარდელია მისი განწყობები, ნაბიჯები და დამოკიდებულებები სამყაროს მიმართ. თანამედროვე სამყაროში სულიერ სიმშვიდეს და სილაღეს ყოველდღიურად ბევრი ფაქტორი გვართმევს, ამიტომ კარგი იქნება, თუ გარკვეულწილად მის შენარჩუნებაზე ვიზრუნებთ.

მიმტევებლობასაკუთარი თავის თუ სხვების პატიება და ნეგატიური გრძნობებისგან გათავისუფლება ემოციური სიმშვიდისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა, პატიება გაცილებით მარტივია მაშინ, როცა საკუთარ პიროვნულ თუ ფიზიკურ საზღვრებზე წინასწარ გვაქვს ნაფიქრი

წინსვლისა და განვითარებისთვის ადამიანს სიმშვიდე და როგორც ემოციური, ისე ფიზიკური უსაფრთხოების განცდა სჭირდებაეს კი, დიდწილად, სწორედ ჩვენზეჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, პრევენციულ ღონისძიებებზე, საკუთარი თავის მიმართ გამოვლენილ ზრუნვასა და წინდახედულობაზეა დამოკიდებული

რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ, იყოთ უფრო თავდაჯერებული, გამბედავი, უდარდელი და მიმტევებელი: 

შეეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს გადაწყვეტილებებს ადამიანები ჩვენი ქმედებებით ვფასდებით და არა იმით, თუ რას ვფიქრობთ ან ვლაპარაკობთ ამა თუ იმ თემის შესახებ. ხშირად, შეიძლება გაგვიჩნდეს განცდა, რომ იმპულსურად მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს მომავალში, თუმცა, როგორც წესი, ისინი ჩვენ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას განაპირობებენ და თავადვე ანგრევენ ან ამყარებენ ჩვენ მიერვე აშენებულ საზღვრებს. ამიტომ, ყოველთვის სასურველია, შეძლებისდაგვარად კარგად გვქონდეს შეფასებული მისაღები გადაწყვეტილება და მზად ვიყოთ მის შედეგებთან გასამკლავებლად.

გადადგით პრევენციული და პროაქტიული ნაბიჯებიხშირად ისეც ხდება, რომ თავს იჩენს მოულოდნელი გარემოება, რომელიც ჩვენს კარგად განსაზღვრულ გეგმასაც კი თავდაყირა აყენებს. თანამედროვე სამყარო საკმაოდ ქაოტური და დინამიურია, შესაბამისად, მსგავსი მოულოდნელობებისგან ბუნებრივად დაზღვეული არავინ ვართ. ამიტომ, სასურველი იქნება, თუ თავადვე იზრუნებთ საკუთარი თავის, გადაწყვეტილების, ჯანმრთელობის, მატერიალური თუ არამატერიალური რესურსების დაზღვევაზე, რაც მოსალოდნელ თუ მოულოდნელ რისკებს შეამცირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი დაცულობის შეგრძნებას.

დასვით კითხვებიკითხვის დასმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამყაროს, ადამიანის, ადგილის თუ შემოთავაზებული სერვისის შეცნობის თვალსაზრისით და უდავოა, რომ მიღებულ პასუხებს ხშირად შეუძლიათ, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაც კი გადაგვაფიქრებინოს. კითხვების დასმაც შეიძლება ერთერთი უმთავრეს პრევენციული ნაბიჯად ჩაითვალოს, რომელიც გვეხმარება, წინასწარ შევაფასოთ რისკები და უკეთ მოვემზადოთ საფრთხისგან თავის დასაცავად.

 

სტატია მომზადებულია Aldagi -სა და Bloomin.ge -ს პარტნიორობის ფარგლებში