Night mode

რა არის პროფესიული კეთილდღეობა

რა არის პროფესიული კეთილდღეობა
ფონტის ზომა

პროფესიული კეთილდღეობა გულისხმობს პროფესიული საქმიანობით კმაყოფილების განცდას, ისეთი სამსახურისა თუ სპეციალობის ქონას, რომელიც პასუხობს ჩვენს ფასეულობებს, შეხედულებებსა და მიზნებს. ასევე, გულისხმობს განცდას, რომ ჩვენი საქმიანობა ემსახურება რაღაც უფრო დიდს, მოაქვს თუნდაც მცირედი დადებითი ცვლილება, ქმნის რაიმე ღირებულს და სხვა.

პროფესიული კეთილდღეობა ასევე გულისხმობს ჩვენი გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების განვითარებას და გამოყენებას, რათა ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მდიდარი იყოს. ამ სფეროში კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს სიამოვნების განცდას ჩვენი პროფესიისგან/საქმიანობისგან და მის ინტეგრირებას ცხოვრების სხვა სფეროებში.

რატომ არის პროფესიული კეთილდღეობა მნიშვნელოვანი ჩვენი ბედნიერებისთვის

პროფესიული კეთილდღეობის მიღწევა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის გვაძლევს საკუთარი თავით და ჩვენი ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნებას. ის საშუალებას გვაძლევს, განვიცადოთ ბედნიერება, კარიერული განვითარების შეგრძნება და წარმატება.

რამდენადაც დღის (და, შესაბამისად, ცხოვრების) მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ სამსახურში ვატარებთ, გასაკვირი არაა, რომ ამ სფეროში უკმაყოფილების გრძნობა უარყოფითად აისახება ჩვენს ბედნიერებასა და ცხოვრების ხარისხზე, კმაყოფილების გრძნობა კი, პირიქით – კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ჩვენს ყოველდღიურ რეალობას.

როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი პროფესიული კეთილდღეობა 

  • შეარჩიეთ ისეთი კარიერა/საქმიანობა, რომელიც შეესაბამება თქვენს პიროვნულობას, ნიჭსა და ინტერესებს.
  • მუდმივად იფიქრეთ განვითარებაზე.
  • იყავით ღია ცვლილებებისა და სიახლეების მიმართ.
  • ერთმანეთისაგან გამიჯნეთ სამსახური და პირადი ცხოვრება და გქონდეთ ჯანსაღი საზღვრები.

შეაფასეთ თქვენი ამჟამინდელი პროფესიული კეთილდღეობა 

  1. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ თითო ფრაზა და X -ით მონიშნოთ რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ამ ფრაზას თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.
  2. თითო სფეროს ბოლოს დაფიქრდით, ამჟამად რამდენად კმაყოფილები ხართ მთლიანობაში თქვენი ცხოვრების ამ სფეროთი და მონიშნეთ შესაბამისი ციფრი.
  3. დაფიქრდით კონკრეტულად რა ასპექტით ხართ უკმაყოფილო და შესაბამისად, სად შეიძლება მიმართოთ თქვენი დრო და ენერგია.

სასურველია, პერიოდულად თავიდან შეავსოთ კითხვარი, რომ თვალი ადევნოთ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი