Night mode

მუსიკის 10 სარგებელი ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე

მუსიკის 10 სარგებელი ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
ფონტის ზომა

მუსიკის მოსმენა სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოცაა. მას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზექვემოთ გაგაცნობთ 10 სარგებელს, რომელიც საყვარელი მუსიკის მოსმენას მოაქვს.

საყვარელი მელოდიები გვამშვიდებს

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, საყვარელი მუსიკის მოსმენამ ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებს შორის შფოთვა დაახლოებით ერთი მესამედით შეამცირა. თუმცა, ასეთი გავლენა არნებისმიერ მუსიკას, არამედ მხოლოდ ნაცნობ და საყვარელ მელოდიას აქვს

მუსიკის მოსმენისას ნაკლებს მივირთმევთ

კორნელის კვლევის თანახმად, მას შემდეგ, რაც  hardee’s-ის რესტორნების ქსელში რბილი განათება დააყენეს და ჯაზის დაკვრა დაიწყეს, მომხმარებლები 18%-ით ნაკლებს მიირთმევდნენ. ამასთანავე მათ აღნიშნეს, რომ კერძებისგან უფრო მეტ სიამოვნებას იღებდნენ.

ინსპირაციული კომპოზიციები აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს

ნორთუმბრის უნივერსისტეტის კვლევამ დაადგინა, რომ ვივალდის ოთხი სეზონის კონცერტების მოსმენა ზრდის გონებრივ სიფხიზლეს. კვლევის მონაწილე ახალგაზრდებს სთხოვდნენ, შეესრულებინათ დავალება, რომელიც ძლიერ კონცენტრირებას მოითხოვს. ისინი უკეთ ასრულებდნენ დავალებას, როდესაცზაფხულისნათელ, ცოცხალ კონცერტს უსმენდნენ, ვიდრე მაშინ, როდესაც უფრო ნელი და მწუხარეშემოდგომაიყო ჩართული.  

მუსიკა დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე 

მერილენდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, იმ მუსიკის მოსმენა, რომელსაც ჩვენთვის სიხარული მოაქვს, აფართოებს სისხლძარღვებს, ზრდის სისხლის ნაკადს და დადებითად მოქმედებს გულისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე

კვლევაში მონაწილე ადამიანების სისხლძარღვების საშუალო დიამეტრი დაახლოებით 26%-ით გაიზარდა მხიარული მუსიკის მოსმენის შემდეგ. სხვა კვლევები, რომლებიც საერთო ჯამში 1400 გულის დაავადების მქონე პაციენტებს აკვირდებოდნენ, აჩვენებს, რომ მუსიკა ამცირებს გულისცემას, არტერიულ წნევასა და შფოთვას

ინსტრუმენტზე დაკვრა ეხმარება ტვინს შეინარჩუნოს სისწრაფე სიბერეში 

რაც უფრო მეტი წელი უკრავდნენ საშუალო ასაკის და ხანდაზმული ადამიანები ბავშვობაში მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, მით უფრო სწრაფად რეაგირებდა მათი ტვინი ექსპერიმენტის დროს მეტყველების ბგერებზე, ნათქვამია ჟურნალში Neuroscience. “მილიწამში უფრო სწრაფი სიჩქარე შეიძლება არც ისე ბევრი ჩანდეს, მაგრამ ტვინი დროის მიმართ მგრძნობიარეა: მილიწამს, რომელშიც მილიონობით ნეირონზე მეტია, შეუძლია რეალური ცვლილება შეიტანოს მოზრდილი ადამიანების ცხოვრებაში“, – ამბობს მაიკლ კილგარდი, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარი.

მუსიკა გვეხმარება დავალებების სწრაფად შესრულებაში

სამსახურში მხიარული მუსიკის მოსმენა გვეხმარება დავალებები უფრო სწრაფად შევასრულოთ. განსაკუთრებით, განმეორებითი დავალებები, როგორებიცაა, მაგალითად, ელექტრონული ფოსტის შემოწმება ან დოკუმენტების შევსება

ერთერთი კვლევის თანახმად, ქირურგების სიზუსტე და ეფექტურობა გაუმჯობესდა, როდესაც ისინი მათთვის სასურველი მუსიკის ფონზე მუშაობდნენ. კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ მხიარული, ენერგიული მუსიკის მოსმენა ეხმარება თანამშრომლებს გუნდურ მუშაობაში

მუსიკა უფრო კრეატიულს გვხდის 

ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მკვლევარების აზრით, ადამიანები უფრო შემოქმედებით გადაწყვეტილებებს იღებენ, როდესაც მხიარულ, ოპტიმისტურ მუსიკას უსმენენ, ვიდრე მაშინ, როცა ჩუმად სხედან. ამის მიზეზი კი შეიძლება ისაა, რომ მუსიკა აუმჯობესებს ტვინის მოქნილობას, ან ის, რომ მუსიკა გვეხმარება საკმარისად მოვდუნდეთ იმისთვის, რომ კრეატიულად ვიფიქროთ. ასეა თუ ისე, მუსიკა გვეხმარება ვიყოთ კრეატიულები

მუსიკა გვეხმარება უკეთ დავიძინოთ

ძილისპირულები მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის. დაძინებამდე მუსიკის მოსმენა გვეხმარება უფრო მალე ჩაძინებაში, ასეთ დროს ღამით უფრო იშვიათად გვეღვიძება და დილით უფრო დასვენებულები ვიღვიძებთ.

ტაილანდში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოხუცები, რომელთაც ძილის პრობლემები ჰქონდათ უკეთ იძინებდნენ, როდესაც ძილის წინ 45 წუთის განმავლობაში ნელ, სასიამოვნო მუსიკას უსმენდნენ

მუსიკა კურნავს

მუსიკას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ სამკურნალოდ. თუმცა, მხოლოდ ახლა ვსწავლობთ თუ როგორ მუშაობს ეს. 400 კვლევის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მუსიკის მოსმენა ხელს უწყობს ორგანიზმში ანტისხეულების (იმუნოგლობინი A) გამოყოფას, რომელიც თავს ესხმის ვირუსებსა და და ბაქტერიებს

სასიამოვნო მელოდიის მოსმენა ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას

ერთერთი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ბავშვობის დროინდელ მელოდიებს უსმენდნენ 17%-ით ნაკლებად განიცდიდნენ ტკივილს უსაფრთხო ელექტროშოკის მიღებისას. სხვა კვლევა აჩვენებს, რომ მუსიკის მოსმენას შეუძლია შეამციროს ტკივილი ფიბრომიალგიისა (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების ტკივილს) და კიბოთი დაავადებულ პაციენტებში

მუსიკის მოსმენა დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე. საყვარელი მელოდიის მოსმენას შეუძლია აგვიმაღლოს განწყობა, დაგვეხმაროს განტვირთვაში და თავი უკეთ გვაგრძნობინოს. შეადგინეთ თქვენი საყვარელი მუსიკის “ფლეილისტი” და ეცადეთ მოუსმინოთ მას ყოველ დღე!

სტატია მომზადებულია Planta სა და Bloomin.ge ს პარტნიორობის ფარგლებში. 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი