Night mode

ქართული ბრენდები ეკომეგობრული პროდუქტებით

ქართული ბრენდები ეკომეგობრული პროდუქტებით
ფონტის ზომა

რაც დრო გადის, გარემოზე ზრუნვა კომპანიებისთვისაც ისეთივე აქტუალური ხდება, როგორც ეს ცალკეული ინდივიდებისთვის და გარემოსდამცველი სოციუმებისთვისაა. ბიზნესიც ხომ ერთგვარი სუბიექტია, რომელსაც ადამიანზე უფრო მეტი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს პლანეტაზე?! 

სოციალური პასუხისმგებლობის ამგვარი გააქტიურება კი, ლოგიკურია, გარშემო არსებული გლობალური პრობლემებითაა განპირობებული. ბოლო პერიოდში, გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება სულ უფრო მეტ მოტივაციას აჩენს, შეიქმნას ბრენდები, რომლებიც თავიანთი პროდუქტით იზრუნებენ გარემოზე

საბედნიეროდ, მსოფლიო მასშტაბით დღეს უამრავი ეკომეგობრული ბრენდის ჩამოთვლა შეგვიძლია. და კიდევ უფრო სასიხარულოა ისიც, რომ ამგვარი ბრენდები საქართველოშიც გვაქვს. მაგალითად:

Plasticwatcher.ge

ეს ბრენდი გადამუშავებული ნარჩენებისგან აკეთებს: ჩანთებს, საწვიმრებს, ქუდებს, ფანქრების ჩასადებს და სხვა, მდგრადი მოდის აქსესუარს. ამ ნივთების დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელს მარტივად შეუძლია მისი შეკეთება, .პერგამენტისქაღალდისა და უთოს დახმარებით

მდგრადი ნივთის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ იგი ისევ ნარჩენად არ გადაიქცეს, არამედ დროსთან ერთად გაქრეს, მოხმარებაში გაილიოს. აღნიშნული ბრენდის ინიციატივაა, სწორედ ამგვარად მიაწვდინოს ხმა მომხმარებლებს, რათა ისინი დაფიქრდნენ მანამ, სანამ პოლიეთილენის პარკსა და პლასტმასას ბოთლებს გარემოში უპასუხისმგებლოდ მოისვრიან

მათივე თქმით, მდგრადი მოდის ნივთების გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების გამოყენებას

Zero Effect

ზერო ეფექტიარის მაღაზია, რომელშიც წარმოდგენილია გარემოსთან მეგობრული, მრავალჯერადი გამოყენებისა და შეფუთვის გარეშე ნივთები, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიური ნარჩენების შემცირებაში ეხმარება. ეს ნივთებია: სამზარეულოსა და ლანჩისთვის განკუთვნილი ნივთები, აბაზანისა და თავის მოვლის პროდუქტები, საყიდლებისთვის აუცილებელი ჩანთები და .

ამ მაღაზიას აქვს, .შევსებისპრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მომხმარებელი შეიძენს პროდუქტს შეფუთვით, მაგ: ქილით, პროდუქტის ამოწურვის შემდეგ იმავე ქილით ბრუნდება და მაღაზია მას უფრო დაბალ ფასად უვსებს. ამ პრინციპის დანერგვით, ზერო ეფექტი ცდილობს, უსარგებლო შეფუთვებისა და ზედმეტი ხარჯების პრაქტიკა შეამციროს.

ტენე 

ტენე კომპანიაჯინვენტორისმიერ შექმნილი ქართული ეკომეგობრული კაბელია. ესაა USB, რომელიც საქართველოში მოძიებული პოლიეთილენის ნარჩენებისგან მზადდება.

ტენეს შექმნის იდეა მას მერე გაჩნდა, რაც იდეის ავტორებმა ჩინეთში კაბელის წარმოების პროცესში ნახეს, რომ მის დასამზადებლად სხვადასხვა ტიპის პოლიმერი იყო საჭირო. გარკვეული კვლევების შემდეგ გადაწყვიტეს, მცირე ცვლილება შეეტანათ წარმოების ტექნოლოგიაში და ისეთი მასალები გამოეყენებინათ, რომლებსაც საქართველოში მოიპოვებდნენ და, ამავდროულად, ეკოლოგიაზეც იზრუნებდნენ.

ტენეს გაყიდვებიდან მიღებული თანხები კვლავაც ბუნების პოლიეთილენის ნარჩენებისგან დასუფთავებასა და გადამუშავებას ხმარდება, ხოლო მოგვიანებით მიღებული მასალა ამავე კაბელის წარმოებაში გამოიყენება.

რინგო

კიდევ ერთი ეკომეგობრული ბრენდია “რინგო”, რომელიც ხელნაკეთ ქისებს აწარმოებს. მათში ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი პარკებია მოთავსებული ძაღლის ფეკალიების ასაღებად. შესაბამისად, რინგო გარემოს სისუფთავეზეც ზრუნავს და, ასევე, ეკომეგობრულ პროდუქტსაც წარმოადგენს.

ჩიკატაი

ჩიკატაი ნატურალური მასალებისგან ხელნაკეთ სათამაშოებს ქმნის. 2017 წელს შექმნილი სტარტაპი დღეს უკვე ახალი ხაზითმორჩენილი ნაჭრის ახალი თავგადასავალიმოღვაწეობს, რომლითაც ხელს უწყობს მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. კერძოდ, ეს ბრენდი მისი მეგობარი ბრენდისგან “Spillow” მორჩენილი ტექსტილით ქმნის სხვადასხვა ცხოველისა თუ ფრინველის ფორმის სათამაშოებს. ტექსტილის პროდუქციის წარმოების პროცესი ხომ წარმოუდგენელია ნულოვანი დანაკარგებით, ამიტომაც ბრენდი ცდილობს, ნაკლებად დააბინძუროს გარემო საწარმოო ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანით.

ცოტა ხნის წინჩიკატაიოფიციალურად გახდა მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივისგაეროს გლობალური შეთანხმების წევრიც

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე