Night mode

ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ
ფონტის ზომა

ჩვენს შესახებ

ბლუმინი არის ონლაინ გამოცემა რომელიც გაწვდით ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ სანდო და გამარტივებულ ინფორმაციას მათ ვისაც გსურთ იცხოვროთ სავსე, დაბალანსებული ცხოვრებით.

ჩვენი ისტორია

ბლუმინი ონლაინ გამოცემაა, რომელიც გაწვდით სანდო ინფორმაციას ჰოლისტური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ. ჩვენი გამოცემა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს იცხოვროს სავსე და დაბალანსებული ცხოვრებით.

ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმაციით გადატვირთულ სამყაროში ადამიანებს უნდა შეეძლოთ ადვილად მიიღონ სანდო ინფორმაცია ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ, ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შესატანად. ბლუმინის ისტორია სწორედ ამ მისიით დაიწყო, პატარა, დახურულ ჯგუფში, სადაც საუბრები ჰოლისტური მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ მიმდინარეობდა. სულ მალე, ჯგუფის წევრების ჩართულობამ და ინტერსმა დაგვანახა, რომ აუცილებელი იყო ისეთი პლატფორმის არსებობა, რომელიც გააერთიანებდა სოციალურ, ფიზიკურ თუ მენტალურ საკითხებს და მათ მარტივ, გასაგებ ენაზე გააცნობდა ფართო საზოგადოებას.

ბლუმინის მიზანია იყოს ადამინების სანდო მეგობარი, დაეხმაროს მათ საკუთარი თავისა და გარემოს შეცნობაში, მიღებაში და პოზიტიური ცვლილებების შეტანაში. პირადი თუ სოციალური ბარიერების იდენტიფიცირებასა და გადაჭრაში და საკუთარი პოტენციალის რელაიზებაში. ამისათვის ბლუმინი მკითხველებს სთავაზობს ინფორმაციულ სტატიებს, ვიდეოებს დარგის სპეციალისტებისაგან, კითხვარებს თვითგამორკვევისათვის და პრაქტიკულ რჩევებს.

ჩვენი მისიაა ადამიანებმა ირწმუნონ თავიანთი ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების, იყვნენ ჰარმონიაში სამყაროსთან და იზრუნონ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების კეთილდღეობისთვის.

ჩვენი გუნდი

ელენე კვერნაძე
თანადამფუძნებელი


სოფიკო მუსერიძე
თანადამფუძნებელი


მარიამ რუსიშვილი
ედიტორი


ანა რურუა
ედიტორი