Night mode

6 კაფე თბილისში, რომელიც ჯანსაღ კერძებს გვთავაზობს

6 კაფე თბილისში, რომელიც ჯანსაღ კერძებს გვთავაზობს
ფონტის ზომა

“მომავლის ექიმი პაციენტებს არა წამლებით, არამედ ჯანსაღი საკვებით უმკურნალებს.”

– თომას ედისონი

დატვირთული სამუშაო გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის, რესტორანში საჭმლის შეკვეთა ან გამოძახება დროის დაზოგვის ერთ-ერთი გზაა. ხშირად, სწორედ მაშინ ვუკვეთავთ საჭმელს, როცა უკვე ძალიან გვშია, ამ დროს კი შეიძლება ისეთ საკვებზე შევაჩეროთ არჩევანი, რომელიც უფრო სწრაფად მზადდება და ნაკლებად სასარგებლოა.  ასეთ დროს მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რესტორანში შევუკვეთავთ საჭმელს თუ გამოვიძახებთ,  ყოველთვის გვაქვს საშუალება, ნაკლებად და მეტად ჯანსაღ კერძებს შორის გავაკეთოთ არჩევანი.

საბედნიეროდ, დღეს უკვე მრავალი კაფე თუ რესტორანი გვთავაზობს ჯანსაღ, ორგანიზმისთვის სასარგებლო და გემრიელ კერძებს. გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში  მსგავს რამდენიმე კაფესა თუ რესტორანზე მოგვეყოლა.

 

Lolita

ლოლიტას მრავალფეროვან მენიუში სხვა კერძებთან ერთად, შეხვდებით ჯანსაღ სალათებსაც. მათ უმრავლესობას, ძირითადად, სალათების სექციაში აღმოაჩენთ. ლოლიტა ასევე გვთავაზობს არაგაზიანი, შედარებით ჯანსაღი სასმელების ფართო არჩევანსაც.

თუკი ლოლიტადან კერძისა თუ სასმლის გამოძახება მოგინდათ, მას ვოლტზე იპოვით.

Ska Juice Bar

“სკა ჯუს ბარში” უამრავ ჯანსაღ კერძსა თუ სასმელს შეხვდებით. მათი მენიუ, ფაქტობრივად, ჯანსაღ ცხოვრების წესს არის მორგებული. წვენების გარდა, აღნიშნული ბარიდან ჯანსაღი ინგრედიენტებით დახუნძლულ სალათებსა თუ სენდვიჩებსაც გამოიძახებთ.

Ska Juice Bar-ის კერძებისა და სასმელების გამოძახებას ვოლტიდან შეძლებთ.

კივი – ვეგანური კაფე

 ვეგანური და ვეგეტარიანული კაფეები ხშირად გვთავაზობენ იმ კერძებს, რომლებიც ზედმეტი ცხიმის გარეშეა მომზადებული და ნაკლებკალორიულია.

“კივის” მენიუში საკმაოდ ბევრ, ბოსტნეულით გაჯერებულ კერძს აღმოაჩენთ, რომლებიც ვეგანებისთვის და არავეგანებისთვის დანაყრების საკმაოდ ჯანსაღ ალტერნატივას წარმოადგენს.

კივის კერძებისა და სასმელების შეკვეთასაც ვოლტიდან შეძლებთ.

Organique Josper Grill Bar

“ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე გემრიელი ნატურალური საკვებია. სწორედ ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ, ორგანულ პროდუქტებს ვიყენებთ,” – ამბობენ Organique Josper Grill Bar-ში. მათივე აზრით, საკვების მომზადების საუკეთესო გზა გამოცხობაა. სწორედ ამიტომ, აქ პროდუქტთა უმრავლესობას გრილზე ამზადებენ.

ამ სტეიკჰაუსში ასევე შეხვდებით ქართულ, ბიო ღვინოებსაც (ორგანული მეურნეობით დამზადებული ღვინოები), რომელთა მოხმარებაც დღესდღეობით საქართველოში არც თუ ისე ხშირია.

საინტერესოა, რომ სტეიკჰაუსში არა მხოლოდ კერძები, არამედ ამ კერძების მოსამზადებელი ინგრედიენტებიც შეგიძლიათ შეუკვეთოთ, რომელთაც შემდეგ თავად მოამზადებთ.

Organique Josper Grill Barის კერძების გამოსაძახებლად კი მისწერეთ FB გვერდზე ან დარეკეთ ნომერზე 593735083.

Lui Coffee

გარდა იმისა, რომ ვეგანური და ვეგეტარიანული კერძები ამ კაფეშიც მოიძებნება, მათ მენიუში ასევე შეხვდებით ჯანსაღ, გემრიელ, გრილზე მომზადებული პროდუქტებით დამზადებულ კერძებსა თუ ნატურალურ სმუზებს. ასევე, Lui Coffee-დან შეგიძლიათ გამოიძახოთ სხვადასხვა ტიპის ჯანსაღი სენდვიჩები და ბოულები. შეკვეთის გასაფორმებლად კი უნდა მისწეროთ FB გვერდს ან დარეკოთ ნომერზე: 557 96 96 42.

ნამუ

ნამუ ჯანსაღი კერძებით ძალიან დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს. აქ შეხვდებით როგორც ჯანსაღ წვნიანებსა თუ ფაფებს, ისე პუდინგებსა და სალათებს. ნამუში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქტების გრილზე მომზადებასაც, რაც კერძებიდან ცხიმის მიღების არიდების საშუალებას გვაძლევს. აქვე შეხვდებით ჯანსაღი სმუზებისა თუ წვენების ასორტიმენტსაც.

თუკი ნამუს კერძებისა და სასმელების გამოძახება მოგინდათ, ამისათვის მათ ვებგვერდს უნდა ეწვიოთ.

ცხადია, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კაფეებისა, რომლებიც მომხმარებელს ჯანსაღ კერძებს სთავაზობენ. მათ შესახებ ინფორმაციას bloomin.ge პერიოდულად შემოგთავაზებთ.

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე