Night mode

6 დესერტი თეთრი შაქრისა და თეთრი ფქვილის გარეშე

6 დესერტი თეთრი შაქრისა და თეთრი ფქვილის გარეშე
ფონტის ზომა

ხშირად ფიქრობენ, რომ ჯანსაღი კვება ტკბილ და გემრიელ დესერტებზე უარის თქმას ნიშნავს. არადა, სულაც არ არის აუცილებელი საყვარელი ნუგბარისგან თავი შეიკავოთ. საკმარისია, ისწავლოთ, როგორ დაამზადოთ დესერტები უფრო ჯანსაღად, რაფინირებული შაქრისა და თეთრი ფქვილის გარეშე და შეძლებთ, ისიამოვნოთ გემრიელი და ჯანსაღი დესერტით. ამ სტატიაში სწორედ ექვსი ასეთი დესერტის რეცეპტს გაგაცნობთ

თხილისა და ჩირის ბურთები 

ეს დესერტი არამხოლოდ გემრიელია, არამედ სავსეა ვიტამინებითა და პროტეინით

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ნიგოზი
  • 100 გრამი ქეშიუ
  • 100 გრამი ნუში
  • 50 გრამი შვრიის ფანტელი (რომელსაც მოხარშვა არ სჭირდება)
  • 100 გრამი გარგრის ჩირი 
  • 150 გრამი კურკაგამოცლილი ფინიკი
  • 100 გრამი შავი ქლიავის ჩირი
  • 2 .. სეზამის მარცვლები 
  • 2 .. კაკაოს ფხვნილი
  • 1 .. დაფქვილი დარიჩინი
  • 2 .. ნატურალური გადაუმუშავებელი თაფლი
  • 90 გრამი ქოქოსის ფანტელი 

მომზადების წესი: 

  1. დაჭერით ნიგოზი, ქეშიუ და ნუში, მოათავსეთ მშრალ ტაფაზე და მოხალეთ დაბალ ცეცხლზე.
  2. მოატავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ წვრილად დაჭრამდე
  3. დაამატეთ შვრია, დაჭრილი გარგარი, ფინიკი, ქლიავი, სეზამის მარცვლები, კაკაო, დარიჩინი და თაფლი.
  4. ათქვიფეთ 2-3 წუთის განმავლობაში სანამ არ მიიღებთ პასტისებურ მასას
  5. დაყავით მიღებული მასა 50 გრამიან პორციებად, თითოეული მათგანი დაამრგვალეთ ხელით (მიიღებთ დაახლოებით 15 ბურთულას
  6. ბურთულები ჩადეთ ქოქოსის ფანტელიან ჯამში, რათა მთლიანად დაიფაროს.
  7. მიირთვით ცივი

ლიმონისა და მოცვის ნამცხვარი

თუ დესერტად ნამცხვარი მოგინდათ შეგიძლიათ ლიმონისა და მოცვის ჯანსაღი და ამავე დროს, ძალიან გემრიელი ნამცხვარი გამოაცხოთ.

ინგრედიენტები

  • 90 გრამი მთელი მარცვლეულის ფქვილი
  • 1 .. გამაფხვიერებელი
  • 1/2 . საცხობი სოდა
  • 1/2 . მარილი
  • 2 კვერცხი
  • 140 გრამი ბერძნული იოგურტი
  • 70 გრამი ქოქოსის ზეთი (გამდნარი და ოთახის ტემპერატურაზე გაციებული)
  • 170 გრამი ნეკერჩხლის სიროფი 
  • 1 .. ვანილის ექსტრაქტი
  • 2 .. ლიმონის ცედრა
  • 2 .. ლიმონის წვენი 
  • 190 გრამი მოცვი 

მომზადების წესი 

  1. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე. საცხობ დაფაზე წაუსვით ზეთი და ფქვილი
  2. ერთად ათქვიფეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი.
  3. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, იოგურტი, ზეთი, სიროფი, ვანილის ექსტრაქტი, ლიმონის წვენი და ცედრა
  4. შეურიეთ მიღებული მასა მშრალ ინგრედიენტებს (პირველ ჯამში) და ათქვიფეთ სანამ კარგად არ აირევა
  5. ჩაყარეთ მოცვი ცომში და ნაზად აურიეთ.
  6. გადაიტანეთ მიღებული მასა საცხობ დაფაზე და გამოაცხვეთ 50 წუთის განმავლობაში

ბანანის პური

ვის არ უყვარს ბანანის პური? აუცილებელი არაა უარი თქვათ მასზე, შეგიძლიათ დაამაზდოთ მისი ჯანსაღი და არანაკლებ გემრიელი ვერსია

ინგრედიენტები: 

  • 2 ჭიქა შვრია
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1/4 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი, ქოქოსის შაქარი,აგავას სიროფი ან ვაშლის პიურე
  • 3 მწიფე ბანანი
  • შეგიძლიათ ჩაამატოთ ჩიას ან დაფქული სელის თესლი (1-2 სუფრის კოვზი)

მომზადების წესი:

  1. ინგრედიენტები მოათავსეთ ერთ თასში და აურიეთ 
  2. ნამცხვრის ფორმას წაუსვით ქოქოსის ზეთი და ჩაასხით მასში მიღებული მასა
  3. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი

გამოცხობის შემდეგ შეგიძლიათ ზემოდან დაახეხოთ ან დააჭრათ ნიგოზი, ბანანი და მოაყაროთ დარიჩინი

ნუშის კარაქის ორცხობილა

ეს ჯანსაღი ორცხობილები პირველი გასინჯვისთანავე შეგაყვარებენ თავს!

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ნუშის კარაქი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მიწისთხილის კარაქით ან გამოიყენოთ ორივე ერთად)
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1/2 ჭიქა შოკოლადის ჩიფსები (საკონდიტრო) ან 75%+ შავი შოკოლადის ნატეხები. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ რაიმე სხვა, რასაც ბუნებრივი სიტკბო აქვს, მაგალითად, ჩირი
  • 1/3 ჭიქა ნეკერჩხლის ან აგავას სიროფი ან ქოქოსის შაქარი (შეგიძლიათ ნაკლებიც  გაუკეთოთ).

მომზადების წესი:

  • ინგრედიენტები მოათავსეთ თასში და კარგად აურიეთ
  • საცხობ დაფას წაუსვით ქოქოსის ზეთი, რომ არ მიიკრას
  • საცხობ დაფაზე დადეთ 1-2 სუფრის კოვზის ზომის ბურთულები
  • გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე და გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში.  
  • დააცადეთ გაციება და გემრიელად მიირთვით

ქოქოსის ორცხობილა

ქოქოსის ამ ორცხობილების გასაკეთებლად, სულ რაღაც, 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი გახეხილი ქოქოსი 
  • 90 გრამი შვრიის ფანტელი 
  • 2 მწიფე ბანანი

მომზადების წესი: 

  1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე
  2. დააბლენდერეთ ქოქოსი და შვრიის ფანტელი სანამ კარგად არ დააქუცმაცებთ
  3. დაუმატეთ ბანანი და ათქვიფეთ სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
  4. საცხობ დაფაზე მოათავსეთ საცხობი ქაღალდი
  5. კოვზის დახმარებით დადეთ მიღებული მასა ქაღალდზე
  6. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში და მიირთვით გაციებული

შოკოლადის ტრიუფელები

შოკოლადის ტრიუფელები ბევრისთვის ყველაზე საყვარელი დესერტია. ნაზი, ჯანსაღი და გემრიელი ტრიუფელების დამზადება სახლშიც შეგიძლიათ, თანაც, სულ რამდენიმე წუთში

ინგრედიენტები: 

  • 175 გრამი შოკოლადის ჩიფსები (საკონდიტრო) ან 75%+ შავი შოკოლადის ნატეხები
  • 1 საშუალო ავოკადო (დაბლენდერებული)
  • 1 . ვანილის ექსტრაქტი
  • 1/4 . სუფრის მარილი
  • კაკაოს ფხვნილი გარსისათვის

მომზადების წესი

  1. ერთ თასში აურიეთ გამდნარი შოკოლადი, ავოკადო, ვანილი და მარილი
  2. მოურიეთ სანამ ინგრედიენტები კარგად არ შეერევა ერთმანეთს
  3. შეინახეთ მაცივარში 15-20 წუთით, რომ მიღებული მასა ოდნავ გამყარდეს
  4. ამოიღეთ ჩაის კოვზით, მიღებული მასა დაამრგვალეთ ხელით და ამოავლეთ კაკაოს ფხვნილში.

გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი კვება არ გულისხმობს  დესერტზე და საერთოდ რაიმე საკვებზე სამუდამოდ უარის თქმას. ჯანსაღი კვება სპექტრია, რაც ნიშნავს, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, მათ შორის არაჯანსაღის, მთავარია ბალანსი დავიცვათ რაოდენობისა და სიხშირის კუთხით. ამის ერთერთი გზა სწორედ ნუგბარის უფრო ჯანსაღი ვერსიების მომზადების სწავლაა, რათა თქვენი კვების რაციონი მრავალფეროვანი და მდიდარი იყოს. ასე, ჯანსაღი, დაბალანსებული კვება უფრო მარტივი და სასიამოვნოა.

სტატია მომზადებულია Planta სა და Bloomin.ge ს პარტნიორობის ფარგლებში. 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი