Night mode

5 ჯანსაღი სოუსისა და დრესინგის რეცეპტი

5  ჯანსაღი სოუსისა და დრესინგის რეცეპტი
ფონტის ზომა

სოუსებისა და დრესინგების გარეშე მრავალფეროვანი და გემრიელი კერძების მომზადება შეუძლებელი თუ არა, რთული ნამდვილადაა. სამწუხაროდ, მზა სოუსების უმრავლესობას დიდი რაოდენობით შაქარი აქვს დამატებული, რაც უნარჩუნებს მათ გემოს და ზრდის შენახვის ვადას. თუ ეტიკეტზე სოუსების შემადგენლობას დააკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ შაქარს სხვადასხვა დასახელებით. სწორედ ამიტომ, ხშირად ჯანსაღი კვების დროს ადამიანები უარს ამბობენ სოუსებსა და დრესინგებზე. ეს აუცილებელი არ არის, სახლის პირობებში შეგიძლიათ ათასგვარი ჯანსაღი სოუსი დაამზადოთ, რომლებიც თქვენს კერძებს ახალ გემოს შესძენს. ამ სტატიაში სწორედ ასეთ, 5 მარტივ რეცეპტს გაგიზიარებთ. 

პესტოს სოუსი 

პესტოს ეს მარტივი და გემრიელი სოუსი შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათებში, პასტად ან პიცის სოუსად, მიირთვათ სენდვიჩთან ან ომლეტთან ერთად. შეგიძლიათ დაუმატოთ ბერძნული იოგურტი და გამოიყენოთ ჯანსაღ დიფად ბოსტნეულისათვის. 

ინგრედიენტები:

  • 40 გრამი ბაზილიკო (შეგიძლიათ დაამატოთ ისპანახი და კეილი)
  • 60 გრამი ზეითუნის ზეთი 
  • 20 გრამი გახეხილი პარმეზანის ყველი
  • 35 გრამი პინოლი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნიგვზით
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით 

მომზადების წესი: 

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთად საკვების პროცესორში და აურიეთ იქამდე, სანამ კრემოვან მასას არ მიიღებთ.

სულ ესაა! პესტოს სოუსი მზადაა მისართმევად.

ჩერი პომიდვრის სოუსი 

ჩერი პომიდვრის ეს უგემრიელესი სოუსი თითქმის ყველაფერთან შეგიძლიათ გამოიყენოთ – სალათებთან, პასტასთან, სენდვიჩებთან, ხორცისა თუ ბოსტნეულის კერძებთან. 

ინგრედიენტები 

  • 1 კილოგრამი ჩერი პომიდორი
  • 4-6 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
  • 4 . ორეგანო 
  • 65 გრამი ზეითუნის ზეთი
  • წითელი წიწაკის ფანტელები სურვილისამებრ
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი: 

  1. გააცხელეთ ღუმელი 200 – 220 გრადუსამდე
  2. ღუმელის დაფაზე დააფარეთ საცხობი ქაღადი
  3. კარგად გარეცხილი და გამშრალებული პომიდორი გაჭერით შუაზე და ჩააყარეთ ჯამში. დაამატეთ ყველა სხვა ინგრედიენტი
  4. გადაიტანეთ ეს ყველაფერი საცხობ დაფაზე და კარგად გადაანაწილეთ
  5. გამოაცხეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში, სანამ პომიდორი არ დაიწყებს დარბილებას და კარამელიზაციას
  6. დაელოდეთ გაციებას და დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ კრემოვანი მასა.  

ჩიმიჩური ვერდეს სოუსი 

ჩიმიჩური ვერდე კიდევ ერთი უნივერსალური სოუსია, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ სალათებთან, კარტოფილთან, ბოსტნეულთან, ომლეტთან, პასტასთან, ბურიტოსთან, სენდვიჩებთან და სხვა კერძებთან

ინგრედიენტები: 

30 გრამი დაჭრილი ოხრახუში (ძირებიანად)

30 გრამი დაჭრილი ქინძი (ღეროებიანად

4 კბილი ნიორი

6 . ზეითუნის ზეთი

3 . ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი 

1/4 . წითელი წიწაკის ფანტელები

1/4 . ახლად დაფქული შავი პილპილი

1/4 . თაფლი

1/4 . მარილი 

მომზადების წესი: 

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ან კვების პროცესორში და აურიეთ იქმადე, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ

ტაჰინის სოუსი

ტაჰინის სოუსი ერთერთი ყველაზე უნივერსალური, ჯანსაღი და მარტივად მოსამზადებელი სოუსია. მისი მირთმევა შეგიძლიათ სალათებთან, ფალაფელთან, ვეგეტარიანულ ბურგერთან, ბოსტნეულთან ერთად და სხვა. ის ნუტრიენტებისა და ჯანსაღი ცხიმების კარგი წყაროა. 

ეს რეცეპტი ორი ნაწილისაგან შედგება. იმისთვის, რომ ტაჰინის სოუსი გავაკეთოთ ჯერ თვითონ ტაჰინი უნდა დავამზადოთ, რომელიც ბევრი გემრიელი და ჯანსაღი სოუსისა თუ დრესინგის ბაზად გამოიყენება

ტაჰინის ინგრედიენტები 

  • 140 გრამი სეზამის მარცვლები
  • 2-4 . ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

ტაჰინის მომზადების წესი  

ტაჰინის დამზადება საკმაოდ მარტივია, თუ ოდესმე თავად დაგიმზადებიათ თხილის ან მიწისთხილის კარაქი პროცესი ზუსტად იგივეა

  1. მოხალეთ სეზამის მარცვლები
  2. დაფქვით მარცვლები საკვების პროცესორში (შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლენდერიც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ძალიან მძლავრია). 
  3. დაამატეთ 3 კოვზი ზეითუნის ზეთი და კვლავ აურიეთ პროცესორში, რომ კარგად შეერიოს. მიღებული მასა უნდა იყოს გლუვი, შედეებული რძის მსგავსი
  4. დაამატეთ კიდევ ერთი კოვზი ზეთი და კვლავ აურიეთ. გასინჯეთ, დაამატეთ მარილი გემოვნებით და კვლავ აურიეთ. თქვენი ტაჰინი მზად არის

ტაჰინის სოუსის მთავარი ინგრედიენტის – ტაჰინის დამზადება სახლში ძალიან მარტივად შეგიძლიათ. თანაც, ის შეგიძლიათ დამოუკიდებლად გამოიყენოთ როგორც დიფი, ან როგორც სხვა ბევრი გემრიელი სოუსის ბაზა. 

ტაჰინის სოუსის ინგრედიენტები: 

  • 4 კბილი საშუალო ზომის ნიორი
  • 2 საშუალო ზომის ლიმონი
  • 120 გრამი ტაჰინი 
  • 1/2 . მარილი
  • მწიკვი ძირა
  • 6 . ცივი წყალი (შეგიძლიათ დაამატოთ მეტიც

ტაჰინის სოუსის მომზადების წესი 

  1. პატარა ჯამში ჩადეთ დაჭრილი ნიორი და ჩაასხით ლიმონის წვენი, დატოვეთ 10 წუთით რათა ნიორს ლიმონის წვენი და გემო გაუჯდეს
  2. ლიმონიანი წვენი გადაწურეთ ცალკე ჯამში ნივრის გარეშე
  3. ლიმონიან წვენს დაამატეთ ტაჰინი, მარილი და ძირა. კარგად აურიეთ სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ.
  4. თანდათან დაამატეთ 2-2 კოვზი ცივი წყალი და ურიეთ
  5. 6 კოვზი წყლის დამნატების შემდეგ მიიღებთ კრემოვან და გლუვ, ღია შეფერილობის სოუსს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ მეტი წყალიც

ლიმონის მარტივი სოუსი 

ეს სოუსი დაგეხმარებათ ახალი გემო შესძინოთ სალათებს და ბოსტნეულის კერძებს

ინგრედიენტები 

  • 60 მლ ზეითუნის ზეთი
  • 60 მლ ლიმონის წვენი
  • 1 . თაფლი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით 

მომზადების წესი 

  1. აურიეთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი
  2. დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ
  3. დაამატეთ მარილი და პილპილი
  4. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ მდოგვიც. 

გემრიელად მიირთვით!

ხილ-ბოსტნეულის, თხილეულისა თუ მწვანილისაგან ათასგვარი ჯანსაღი სოუსისა და დრესინგის მომზადება შეიძლება, რომლებიც თქვენს კერძებს მრავალფეროვანს, გემრიელს და კიდევ უფრო ჯანსაღს გახდის.

ავტორი: მარიამ რუსიშვილი