Night mode

5 ადგილი თბილისში პიკნიკის მოსაწყობად

5 ადგილი თბილისში პიკნიკის მოსაწყობად
ფონტის ზომა

პიკნიკზე წასვლა მეგობრებთან დროის გატარების მშვენიერი საშუალებაა. რა ჯობია კარგ ამინდში მეგობრებთან ერთად ბუნებაში გასვლას? მით უფრო, რომ თბილისში ბევრი ისეთი ადგილია, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, გემრიელად წაიხემსოთ და კარგი დრო გაატაროთ.

ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე ასეთ ადგილს გაგაცნობთ.

ლისის ტბა 

ლისის ტბა თბილისის მაცხოვრებლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რეკრეაციული ზონაა. ალბათ, სწორედ აქ შეხვდებით შაბათ-კვირას პიკნიკისთვის მისულ ყველაზე მეტ ადამიანს. გარდა იმისა, რომ ლისის ტბას საკმაოდ ვრცელი ტერიტორია უკავია, ის ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ ახლოსაა. ლისის ტბაზე საპიკნიკე ადგილების საკმაოდ კარგი არჩევანია. საკვები აქ შეგიძლიათ თავად მიიტანოთ პიკნიკისთვის ან იქვე მდებარე კაფეებში შეუკვეთოთ.

სურათის წყარო: https://colorup.ge/lisis-tba/

თბილისის დენდროლოგიური პარკი

თბილისის დენდროლოგიური პარკის შესახებ ბევრმა არ იცის. არადა, პარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 1956 წელს შეიქმნა. 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმულ პარკში შეხვდებით ასობით ჯიშის იშვიათ ხესა და ბუჩქს. ეს მშვენიერი ადგილია ბუნებაში დროის გასატარებლად, სასეირნოდ თუ საპიკნიკედ. დენდროპარკი ღია სივრცეა და იქ მისვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

სურათის წყარო: https://bit.ly/3gYYnQB

მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორია

მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტეროტიორია თბილისის ცენტრთან ახლოს მდებარე კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონაა, სადაც ბუნებითა და სუფთა ჰაერით ტკბობა შეგიძლიათ. აქვე არის მთაწმინდის პარკი, სადაც შეგიძლიათ გაერთოთ მეგობრებთან ერთად ან ბავშვები წაიყვანოთ. მთაწმინდის პარკიდან ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება. მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტეროტორია მშვენიერი ადგილია პიკნიკის, დასვენებისა და რელაქსაციისათვის.

სურათის წყარო: https://bit.ly/3d9LphI

დედაენის ბაღი 

მათთვის, ვინც პიკნიკებს სპონტანურად გეგმავს, დედაენის ბაღი შესანიშნავი გამოსავალია. ქალაქის ცენტრში არსებული პარკი მშვენიერი ადგილია განტივრთვისთვის და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. მეტიც, ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ახალგაზრდებისათვის. გარდა ამისა, დედაენის ბაღში ხშირად ტარდება Flea მარკეტები, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის იქ დროის გატარებას.

სურათის წყარო: https://4sq.com/2T4c88P

თბილისის ეროვნული პარკი 

თბილისის ეროვნული პარკი კიდევ ერთი, შედარებით ნაკლებად ცნობილი რეკრეაციული ზონაა. ის ნაწილობრივ თბილისის, ნაწილობრივ კი, ქვემო ქართლის მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს. პარკი საკმაოდ დიდია, მისი საერთო ტერიოტრია 23218 ჰექტარს მოიცავს. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნის იშვიათი სახეობებით. აქვე შეხვებით VII-XII საუკუნეების არქიტექტურულ ძეგლებს. ამის გამო, ეს ლოკაცია შესანიშნავია მათთვის, ვისაც ბუნებაში სეირნობა და მასზე დაკვირვება უყვარს.

სურათის წყარო: https://bit.ly/3zNIUeZ

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი