Night mode

როგორ დავძლიოთ შეცდომის დაშვების შიში?

როგორ დავძლიოთ შეცდომის დაშვების შიში?
ფონტის ზომა

Covid-19-ის ჩვენს ცხოვრებაში გამოჩენამ და მისით გამოწვეულმა შედეგებმა – რეცესია, სამსახურიდან მასობრივი განთავისუფლებები, ეკონომიკური ზარალი,  იმ გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, რომელთა წინაშეც არასდროს ვყოფილვართ. ამ სიტუაციებმა საკმაოდ დიდი კვალი დაამჩნია კაცობრიობას – მათმა სიმძაფრემ და ჯერ კიდევ ამოუცნობმა ბუნებამ საკმაოდ ბევრ ადამიანს შეცდომის დაშვების შიში გაუჩინა. არავის შეუძლია შეცდომების ნულამდე დაყვანა, მაგრამ, რეალურად, თითოეულ ჩვენგანს აქვს უნარი, ეს შეცდომები სასიკეთო გამოცდილებად გარდაქმნას და შემდგომში გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს. გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა დაძლიოთ ზემოხსენებული შიში:

ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეგრცხვებათ თქვენი შიშის

დღესდღეობით ადამიანებში განვითარებული კულტურა ზრდის უშიშობას. ლიდერის ტრადიციული მაგალითი ჭკვიან, მკაცრ და უშიშარ ადამიანს წარმოადგენს. თუმცა შიშს, როგორც ყველა ემოციას, აქვს თავისი განვიტარების გზა და მიზეზი. თქვენში არსებული წინააღმდეგობა შეცდომების დაშვებასთან დაკავშირებით გახსენებთ, რომ თქვენ გამოწვევის წინაშე იმყოფებით. ლიდერის სიფრთხილეს კი ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ნუ შეგეშინდებათ ან ნუ შეგრცხვებათ იმის, რომ გეშინიათ. პირიქით, გამოიყენეთ ეს თვისება საიმისოდ, რომ უფრო დაკვირვებული და წინდახედული ლიდერი წარმოჩნდეთ.

გამოიყენეთ ემოციური სისწრაფე

შეცდომების დაშვების შიში ადამიანებს პარალიზებულ მდგომარეობაში აყენებს. ემოციურ სისწრაფეს კი შეუძლია ამ პარალიზების მოხსნა. ეს პროცესი იწყება შემდეგნაირი ფიქრებით: “ვშფოთავ და ამ სიტუაციაში არ მგონია, მომხმარებლების იმდენად გაკონტროლება შევძლო, რომ ჩემს გუნდის წევრები უსაფრთხოდ ვამყოფო.” თქვენი შიშების ხმამაღლა თქმა მათ დათრგუნვას იწვევს. ეს ბნელ ოთახში შუქის ანთებას ჰგავს. შემდეგ უკვე მოდის რეალობის მიღება. მაგალითად, “მე მესმის, რომ ადამიანები ყოველთვის იდეალურად არ იქცევიან.” გონებაში ჩამოყარეთ იმ ჭეშმარიტებების სია, რომელთა მიღებაც თქვენს ტვინს სჭირდება. შემდეგ უკვე მოდის თქვენი ღირებულებების მიხედვით მოქმედება. ასევე მოიფიქრეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი 5 ღირებულება, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებთ.

რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს პროცესი მაშინ, როცა შიშის ტალღის წინ აღმოჩნდებით. ეს დაგეხმარებათ იმ ფაქტის გაცნობიერებაში, რომ არ არსებობს იდეალური გზა, რომელზეც მუდმივად ვივლით.

გააცნობიერეთ დასვენების მნიშვნელობა

შიში ხშირად იმდენად გვიპყრობს, რომ შეუძლებელი ხდება ჩვენი ყურადღება სხვა საკითხზე გადავიტანოთ. ზოგი ადამიანი შიშზე ჰიპერექსტრემალურად რეაგირებს. ამის მაგალითად შეიძლება, მოვიაზროთ მთელი ღამე მუშაობა. თუმცა, სწორედ ამ დროს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება არის დასვენება (და ძილი!) – სწორედ იმისთვის, რომ უკეთესად დავუფიქრდეთ ჩვენს ქმედებებს, გავაცნობიეროთ, რა გვჭირდება და როგორ ვიყოთ უფრო შემოქმედებითები. დაუთმეთ დრო სიჩუმეს. საამისოდ კი თუნდაც გოლფის თამაში დაგეხმარებათ.

შეცდომის დაშვების შიში საკმაოდ ჰუმანური რამაა. ყველას, ვინც დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარი თავის, სხვების და, რასაკვირველია, საქმის მიმართ, ერთხელ მაინც გამოუცდია შეცდომის დაშვების შიში. ამ შიშის არ უნდა გეშინოდეთ, არც უნდა გრცხვენოდეთ, თუმცა, მას არ უნდა მისცეთ თქვენი შესაძლებლობების დათრგუნვის საშუალება.